უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 ივნისი, 2017 12:20
font-size

მთავრობა ქარის ელექტროსადგურის აქციების შეძენას მოქალაქეებს სთავაზობს

მთავრობას ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ქარის ელექტროსადგურის პროექტი, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით განხორციელდა, წარმატებით დასრულდა 2016 წელს.

გადავწყვიტეთ, რომ საჯარო შეთავაზება გავაკეთოთ საქართველოს საფონდო ბირჟაზე და შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ შეიძინონ წილი ამ პროექტში.

ეს არის პრივატიზაციის ფორმა, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს, პირველ რიგში, საფონდო ბირჟას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და მიეცეთ შანსი ადგილობრივ ინვესტორებს, რომ, ასევე, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი საჯარო შეთავაზებისთვის ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე, რაც არის ძალიან კარგი პრეცედენტი და ეს არ იქნება ერთადერთი პრეცედენტი. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გადავდგამთ არაერთ ნაბიჯს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მწვანე ენერგიის ათვისება უნდა გახდეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

„საქართველოს გააჩნია ჰიდროენერგია და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სწორად ავითვისოთ ჰიდროენერგია, თუმცა ასევე უნდა ითქვას ის, რომ ქარის და მზის ენერგია საკმაოდ იაფდება, გამომდინარე ტექნოლოგიური განვითარებიდან და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებებზეც აქცენტი იქნება გასაკეთებელი, ასე რომ, მინდა, ამ პროექტისთვის ყველას მადლობა გადავუხადო - კახი კალაძეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე