უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ივნისი, 2020 17:30
font-size

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს

COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით - ვირუსის გადამდებობის ხარისხით და ჯანდაცვის სისტემის მზაობით, სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებებით და სოციუმის მხრიდან რეკომენდაციების მიმღებლობის ხარისხით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო 3 ძირითადი ფაქტორით:

„1. ვირუსის გადამდებობის ხარისხი და ჯანდაცვის სისტემის მზაობა - ვირუსის მაღალი გადამდებობისა და სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ამოცანა იყო, არ დაგვეშვა ადამიანების მასობრივი დაინფიცირება, რაც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას და შემდგომ კოლაფსს გამოიწვევდა.

2. სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებები - ქვეყანაში სოციუმის სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც თაობების ერთად ცხოვრების ტრადიციას ეფუძნება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო რისკჯგუფების, ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ცალკე გამოყოფა და იზოლირება.

3. სოციუმის მხრიდან რეკომენდაციების მიმღებლობის ხარისხი - პანდემიასთან ბრძოლის საწყის ეტაპზე დაწესებული რეკომენდაციების აღსრულების ანალიზმა გამოავლინა ამ მეთოდის ფაქტობრივი სისუსტე. შესაბამისად, სასურველი შედეგის მისაღწევად, აუცილებელი გახდა სავალდებულოდ შესასრულებელი შეზღუდვების დაწესება.

აღსანიშნავია, რომ ყველა დაწესებული შეზღუდვა მიზნად ისახავდა მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანცირების წესების დაცვას, რაც უზრუნველყოფდა ვირუსის სწრაფად გავრცელების პრეცენციას, მის შენელებასა და კონტროლს“, - აღნიშნულია COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა - გიგი უგულავა

4 ივლისი, 2020 , 15:10

„ევროპული საქართველო“ მთავრობას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს. პარტიის თავმჯდომარის, გიგი უგულავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში 10 ათასობით ადამიანი, რომლმებიც სეზონურად მუშაობენ, შემოსავლის გ

`ქართულმა ოცნებამ` ათასობით ადამიანი დასაქმების გარეშე დატოვა - ბადრი ჯაფარიძე

4 ივლისი, 2020 , 15:10

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანაკლიის პორტის საინვესტიციო მასშტაბი უპრეცედენტოა,” - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს. “რომ არა “ქართული ოცნება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე