უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2019 16:45
font-size

მთავრობა საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევას ცდილობს - მამუკა ბახტაძე

საქართველო რუსეთის ოკუპაციას დემოკრატიის კონსოლიდაციითა და ეკონომიკის განვითარებით პასუხობს, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, CNBC-თან ინტერვიუში გააკეთა.

„სამწუხაროდ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას განაგრძობს. ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევებზე საქართველო პასუხობს დემოკრატიის კონსოლიდაციითა და ეკონომიკის მდგრადი და სწრაფი ზრდით“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებაა, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

„თუ გადავხედავთ საქართველოს მიერ ბოლო ხუთ წელიწადში მიღწეულ შედეგს, ნახავთ, რომ ნატო-სკენ გზაზე ბევრი გავაკეთეთ. შარშან ბრიუსელში, სამიტზე, ნატო-ს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ მოტივირებულები ვართ და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას ვცდილობთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს კიდევ ერთი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.

ბახტაძის განცხადებით, მთავრობა საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევას ცდილობს.

„საქართველო რვა ქვეყანას უხსნის გზას ზღვისკენ. ამ ქვეყნების 100 მილიონიანი ბაზარი, ყველაზე მზარდია მსოფლიოში. ჩემი ქვეყნის მიზანია იქცეს რეგიონულ ჰაბად ბიზნესისთვის, ვაჭრობისთვის, ტურიზმისთვის, ლოგისტიკისა და განათლებისთვის. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ასევე გვაქვს მეზობლებთანაც“, – განაცხადა ბახტაძემ.

ლევან იზორიამ აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

17 აგვისტო, 2019 , 11:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტ

ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული - მამუკა ბახტაძე

16 აგვისტო, 2019 , 17:27

მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიე

ღარიბაშვილი შსს-ში, გახარია პრემიერად

16 აგვისტო, 2019 , 15:22

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მთავრობაში ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს აბრუნებს. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სავარაუდოდ ორ კვირაში განხორციელდება. ტელეკომპანიის ინფორმაც

უნდა მსოფლიომ გვაღიაროს გენოციდის მსხვერპლად - შალვა ნათელაშვილი

15 აგვისტო, 2019 , 17:45

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გუგავამ შეხვედრაზე მყოფებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო დროს გუგუტი

მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებებს

15 აგვისტო, 2019 , 16:20

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს "კუირერის" ინფორმაციას, რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. სანდრო წყარო „ქართული ოცნებიდან“ კი "კურიერს" უყვება, რომ მამუკა ბახტაძის

ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები - მამუკა ბახტაძე

14 აგვისტო, 2019 , 13:30

პოლიტიკა. მამუკა ბახტაძე საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, - ამის შესახებ საქართველოა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბაკურიანში, აგვისტოს ომ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს