უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 აგვისტო, 2018 16:15
font-size

მთავრობა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემას კვირის ბოლომდე გადაწყვეტს

მთავრობა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემას კვირის ბოლომდე გადაწყვეტს, - ამის თაობაზე ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლების საგანგებო პრეს-კონფერენციის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი.

მწარმოებლები საჯარო აქტივობით საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ადგილობრივი წარმოების წინაშე წარმოქნილ პრობლემებზე ცდილობდნენ. მათ პრემიერ ბახტაძეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კონკრეტული ხედვა შესთავაზეს და განაცხადეს, რომ ამ ხედვების არგაზიარების შემთხვევაში, ანუ ქარხნების მუშაობის გაჩერების, პრაქტიკულად, მათი დახურვის შემთხვევაში, ისინი ყველა კანონიერი საშუალების გამოყენებით მიმართავენ პროტესტის მძიმე ფორმებს და დაიცავენ მუშაობის საკუთარ უფლებას.

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა პრემიერის ადმინისტრაციიდან მიიღეს შეტყობინება, რომ პრემიერმა გამოხატა დასმულ პრობლემებში გარკვევის მზადყოფნა და საკითხის დასარეგულირებლად მიმდინარე კვირის ბოლომდე პერიოდი დაასახელა.

პრემიერის ოპერატიულმა გამოხმაურებამ ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების კმაყოფილება გამოიწვია. მათი გადაწყვეტილებით 22 აგვისტოსთვის დაგეგმილი აქცია მინიმუმ ერთი კვირით გადადებულია.

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების განცხადებით, ბაზარზე ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება უარესობისკენ. მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი იმპორტირებული ნედლეული - კლინკერი, საბაჟოზე განუსაზღვრელი ვადით არის გაჩერებული ხარისხის შემოწმების მიზეზით. ნედლეულის მოწოდების შეფერხების გამო უკვე გაჩერებულიაქარხნების უმრავლესობა. რამდენიმე დღის მარაგი აქვს 2-3 ქარხანას. მარაგის ამოწურვისთანავე ისინიც იძულებით გააჩერებენ წარმოებას.

„შემოწმების პროცედურა იკავებს, უკეთეს შემთხვევაში, მინიმუმ 28 დღეს, რაც იწვევს იმპორტიორების სატრანსპორტო საშუალებების მოცდენას (ვაგონები, სატვირთო ავტომანქანები) და ამ მოცდენისთვის განსაზღვრული სოლიდური საჯარიმო სანქციების ქვეშ მათ მოქცევას. ეს მათთვის იმდენად მძიმე ტვირთია, რომ მათ საქმიანობას აზრი პრაქტიკულად ეკარგება, - შედეგად ქარხნები ვრჩებით ნედლეულის გარეშე. ეს პირდაპირ იწვევს მცირე ქარხნების გაჩერებას, მოკლე დროში მათ ჯართად ქცევის პერსპექტივას და ჯამში 700-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დარჩენას“, - ნათქვამია ადგილობრივი მწარმოებლების განცხადებაში.

მათი განცხადებით, ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან იმპორტირებულ ნედლეულზე, რამდენადაც კლინკერის ერთადერთი ადგილობრივი მწარმოებელი - „ჰაიდელბერგცემენტი“ ამ ეტაპზე და ხილულ პერსპექტივაში, ვერ იძლევა ხარისხიანი ცემენტის (კონკურენტუნარიანი პროდუქციის) წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს. და რიგ შემთხვევებში თუ იძლევა, იმდენად მაღალ ფასად, რომ წარმოება კონკურენტუუნარო ხდება და მუშაობა აზრს კარგავს.

გიგანტი „ჰაიდელბერგცემენტი“ კი საკუთარივე ნედლეულით (კლინკერი) აწარმოებს საკუთარ პროდუქციას (ცემენტს) და აკონტროლებს ბაზრის 80%-ზე მეტს. ხოლო ბაზრის დანარჩენი ნაწილი, ჩვენ, - 20 ზე მეტი ქარხანა და იქ დასაქმებული, ჯამურად, 700 ზე მეტი ადამიანის სამუშაო დამოკიდებულია სწორედ იმპორტირებული კლინკერის შემოსვლის უწყვეტ ციკლზე“, - აღნიშნავენ მწარმოებლები.

„პრობლემის შექმნის დღიდან მოყოლებული, ლამის ერთი თვეა, ცალკე ჩვენ - მწარმოებლები და ცალკე კლინკერის იმპორტიორი კომპანიები ვცდილობთ საკითხი და მისი რეალური სიმწვავე მივიტანოთ გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებამდე და პირებამდე. თითქოს ეს მოხერხდა, მაგრამ რეალური შედეგი მაინც ვერ მივიღეთ. კერძოდ, ჩვენს ღია წერილს საჯაროდ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო უწყებებთან მედიატორის როლი ითავა ბიზნესომბუდსმენმა. თითქოს მიკრო შედეგი მივიღეთ. კერძოდ ის, რომ საბაჟოზე გაჩერებული და გზაში მყოფი ტვირთები, ერთჯერადი წესით, დაიშვა ბაზარზე შემოწმების გარეშე. თუმცა მალევე ეს პროცესიც შეწყდა“, - აღნიშნავენ ცემენტის მწარმოებლები.

მათი თქმით, ბაზარს სჭირდება მკაფიო გადაწყვეტილებები და იმ წესების სასწრაფოდ შემუშავება, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედოს ყველამ, მიუხედავად მისი სიდიდისა თუ ბაზრის პროცენტული წილის ფლობისა.

„ეს გადაწყვეტილებები ვერ მოიცდის, დროში ვერ გაიწელება და უსასრულოდ და გაურკვეველი ვადით ვერ გაგრძელდება მათ შემუშავება-მიღებაზე მუშაობის პროცესი. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება ჩვენთვის მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვეძლევა საქმიანობის განხორციელების უფლება და საშუალება...

ამიტომ, მივმართავთ პირადად საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს - სასწრაფოდ გადაჭრას აღნიშნული პრობლემა, ისე, რომ არ დაზარალდეს არავის ინტერესი და პირიქით, საერთო ინტერესების საფუძველზე მოხდეს პროცესის განგრძობა.

აქვე ვთავაზობთ მთავრობას პრობლემის გადაჭრის ჩვენს ხედვას.

კერძოდ: ცემენტის ადგილობრივი წარმოების შესანაჩუნებლად და სექტორის შეუფერხებლად მუშაობისთვის აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი ღონისძიებების უზრუნველყოფა:

ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის - კლინკერის განბაჟება ინვოისიდან (ანუ, შეძენილი ფაქტობრივი ღირებულებიდან). ეს შედეგად მოიტანს საბოლოო პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას, შესაბამისად, სარეალიზაციო ფასის შემცირებას.

ხარისხზე შემოწმების მიზნით/მიზეზით/საბაბით კლინკერის საბაჟოზე გაჩერების (მინიმუმ 28 დღით) პრაქტიკის მოშლა. ხარისხზე შემოწმების გამო არ უნდა შეფერხდეს ნედლეულის იმპორტი. (მინიმუმ 28 დღით ტვირთების საბაჟოზე გაჩერება იწვევს სატრანსპორტო საშუალებების (ავაგონები/ავტომობილები) მოცდენას და იმპორტიორებისთვის შესაბამისი საჯარიმო სანქციების ქვეშ მოქცევას, რაც საბოლოოდ აზრს უკარგავს ნედლეულის იმპორტს და შედეგად იწვევს ადგილობრივი წარმოების სრულად გაჩერებას). გარდა ამისა, კლინკერის ხარისხზე შემოწმებას ობიექტურად, უბრალოდ აზრი არ აქვს, რადგან არ არსებობს კლინკერის ხარისხის სტანდარტი. მხოლოდ მარკიანობაზე შემოწმება კი არაფრისმომცემია, რამდენადაც თუნდაც უმაღლესი მარკიანობის კლინკერიდან ერთნაირი წარმატებით შეიძლება იწარმოოს, როგორც ხარისხიანი, ისე უხარისხო ცემენტი.

ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს და განხორციელდეს საკუთრივ ცემენტზე და ეს უნდა განხორციელდეს უკლებლივ ყველა მწარმოებლისა თუ იმპორტიორის მიმართ, მიუხედავად მისი სიდიდისა თუ ბაზარზე პოზიციონირებისა.

რაც შეეხება იმპორტირებულ ცემენტს, რომლის მოძალებაც ხელს უშლის ცემენტის ადგილობრივი წარმოების მდგრადობას და განვითარებას. - ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდ მიმართოს შემდეგ გზას - იმპორტირებული პროდუქცია უნდა განბაჟდეს ადგილზე საბაზრო ღირებულების (დაახლოებით 200 ლარი ტონაზე) სამმაგი ოდენობიდან, - მინიმუმ 600 ლარიდან. ეს მიდგომა შედეგად მოიტანს იმას, რომ ბაზარი პრაქტიკულად სრულად ისარგებლებს ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციით“, - მიაჩნიათ ცემენტის ადგილობრივ მწარმოებლებს.

მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მათი ხედვები სრულ შესაბამისობაში მოდის სამთავრობო ეკონომიკური გუნდის მხრიდან დეკლარირებულ პოზიციასთან, რაც გულისხმობს ბაზრებზე თანაბარკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას,შიდა ბაზრების დაცვას და დასაქმების ხელშეწყობას.

ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა პრესკონფერენციაზე პრემიერს საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა ხვალ, 21 აგვისტოს ჩათვლით სთხოვეს.

„იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ჩვენს პრობლემას აღნიშნულ გონივრულ ვადაში ვერ გადაწყვეტს, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, მივმართავთ პროტესტის კანონით დაშვებულ უკიდურეს ფორმებს. დავიწყებთ იმით, რომ 22 აგვისტოს სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე მოედანზე შეიკრიბება ჩვენს წარმოებაში დასაქმებული 700 ზე მეტი ადამიანი თავისი ოჯახის წევრებითურთ და ამ გზით ვეცდებით ჩევნი სამართლიანი მოთხოვნის პრემიერის და მთლიანად მთავრობის ყურამდე მიტანას“, განაცხადეს ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა. თუმცა, როგორც აღინიშნა, მათ აქციებზე მინიმუმ ერთი კვირით უარი თქვეს, რამდენადაც პრემიერის ადმინისტრაციიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მთავრობა და პრემიერი მიმდიანრე კვირის ბოლომდე გაერკვევა შექმნილ ვითარებაში.

პირველად საქართველოში „საქართველოს ბანკი“ JCB-ი ბარათების მფლობელებს მოემსახურება

22 ნოემბერი, 2018 , 15:10

მთელი საქართველოს ბანკმა, JCB-ს ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი ქვეყნის მასშტაბით, რომლის გადახდის ტერმინალებსა და ბანკომატებში JCB-ს ქსელში ჩართული ბარათებით სარგებლობა იქნება შე

ავიწყდებათ ხოლმე, რომ დაახლოებით 2007-2008 წლებში, როცა ლარის კურსი დოლარის მიმართ ყველაზე მყარი იყო, ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა - კობა გვენეტაძე

22 ნოემბერი, 2018 , 15:10

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მცურავი გაცვლითი კურსის არსებობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის. „მსურს, შევეხო გაცვლითი კურსის რეჟიმს. საქართველოს ტიპის

მნიშვნელოვანია, ჭარბვალიანობის დაძლევის ინიციატივამ გავლენა არ მოახდინოს სამომავლოდ გადახდის დისციპლინაზე - „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი

22 ნოემბერი, 2018 , 13:55

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განცხადებით, ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანებას მნიშვნელოვნად შეამ

კრაკოვი - ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

21 ნოემბერი, 2018 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. 2019 წლის 18 სექტემბ

საფინანსო ბაზრის მონაწილეები, ეროვნულ ბანკთან ერთად, ხაზინების პროფესიულ ასოციაციას ქმნიან

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

საფინანსო ბაზრის განვითარებისათვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახაზინო სამსახურებმა ფინანსური ბაზრების ხაზინების პროფესიული ასოციაცია დააფუძნეს, რომლის

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე, 2018 წლის 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობის ფასი შემცირდა. ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent ტიპის ნავთობ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`