უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მაისი, 2020 17:55
font-size

მთავრობა ვერ გამოვა ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით - გიორგი გახარია

მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მით უმეტეს, რაღაც დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

„ბევრ შეკითხვას მიზანმიმართულად გავიმეორებ, უბრალოდ მინდა, ჩვენმა მაყურებელმა და მოქალაქეებმა ეს კითხვები კიდევ ერთხელ გაიგონონ. ზოგიერთს განსაკუთრებით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლის დასაწყისში.

კითხვაზე, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ჯარიმების ჩამოწერის საკითხი მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწევთ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება ხელისუფლებას შესაძლოა, კიდევ დასჭირდეს და მთავრობა ვერ გამოვა ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით.

„ახლა ძალიან კარგად მესმის, ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ. განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა. მინდა, გითხრათ, რომ დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა, რომელიც იყო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, იყო 9 000. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის, ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს, ამიტომ პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციის ძალა, შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მით უმეტეს, რაღაც დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს“, – დასძინა გიორგი გახარიამ.

აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

16 ივლისი, 2020 , 19:05

თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი შუა ხნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარ

პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა - დასაქმების სააგენტო

16 ივლისი, 2020 , 18:38

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 52

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა

16 ივლისი, 2020 , 18:14

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0652 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0651 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებს - ანა ფუტკარაძე

16 ივლისი, 2020 , 17:02

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა, თუმცა აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლო

ქართველ სტუდენტთა გერმანიაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ კიდევ ერთი სუბსიდირებადი ფრენა დაამტკიცა - ნათია თურნავა

16 ივლისი, 2020 , 15:16

ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს - ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში მომსახურე, ასევე ყოფილ სამხედროებს, ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ - გიორგი გახარია

16 ივლისი, 2020 , 15:04

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღე, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე