არქივი
ეკონომიკა


მთავრობამ 180 მილიონი ლარით მეტი შიდა ვალი აიღო და ამით დააბალანსა ხარჯები - რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად ბიუჯეტის არათანაბარზომიერ ხარჯვას ასახელებს.
,,მთავრობამ ბიუჯეტის შესრულების შესახებ სიამაყით განაცხადა. სინამდვილეში, 180 მილიონი ლარით მეტი შიდა ვალი აიღო და ამით დააბალანსა ხარჯები.
მთავარი სულ სხვა რამეა: დეკემბრის თვეში ბიუჯეტში შემოვიდა 1,5 მილიარდი ლარი. ძირითადად, თვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში( უცხოური წყაროებიდან), მაშინ, როცა წინა თერთმეტ თვეში საშუალოდ თვეში შემოდიოდა დაახლოებით 800 მილიონი ლარი. მიუხედავად ამისა, ხდებოდა ხარჯების გაწევა ნაშთებიდან და დამატებით აღებული საშინაო ვალიდან.
ასეთი არათანაბარზომიერი ხარჯვა იყო ლარის გაუფასურების ფისკალური მიზეზი. რაც შეეხება მონეტარულს-დღეისათვის ეროვნულ ბანკს კომერციულ ბანკებზე გაცემული აქვს 1,7 მილიარდი ლარის ოდენობის რეფინანსირების სესხი, მათ შორის 400 მილიონი ლარი ერთთვიანი.
მერე უკვირთ, ვალუტა კარგად შემოდის და ლარს რა ემართებაო.
ის ემართება, რომ ლარიც ”კარგად” გადის’’, - წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
4 მარტი, 2021 , 17:15

მარტში ყოველკვირეულად 70, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 200 ფრენა განხორციელდება -ნათია თურნავა
4 მარტი, 2021 , 15:30

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00

საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით იანვარში არსებული შეზღუდვების ფონზე, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მცირეა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 11:20
27 თებერვალს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება
26 თებერვალი, 2021 , 15:50

იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა
25 თებერვალი, 2021 , 14:14