უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 ნოემბერი, 2016 16:55
font-size

მთავრობამ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი საშინაო ვალის შესახებ და დამატებით 33 მილიონი ლარი აიღო - რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებასა და მთავრობის მხრიდან შიდა ვალის ზრდას სოციალური ქსელით ეხმიანება.

როგორც გოცირიძე წერს, გუშინ, მთავრობამ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი საშინაო ვალის შესახებ და დამატებით 33 მილიონი ლარი აიღო.

,,ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების აუქციონზე ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა: 1,35 მილიარდი ლარი გაასესხა. ეს არის ე. წ. ფართე ფულის, M2-ის 22 პროცენტი.

როდესაც კომერციულ ბანკებს ერთბაშად ამ მოცულობის მოკლევადიანი რესურსი სჭირდებათ, ეს მიუთითებს ფინანსური სისტემის სერიოზულ დაავადებაზე.

ბანკებს 2 მილიარდი ლარი აქვთ გასესხებული მთავრობაზე და მოკლევადიან მოთხოვნებს ეროვნული ბანკი უპრობლემოდ უკმაყოფილებთ, რომელიც თავისი განმეორებადობით უკვე გრძელვადიანი სესხის ტოლფასია.

გუშინ, მთავრობამ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი საშინაო ვალის შესახებ და დამატებით 33 მილიონი ლარი აიღო. აუქციონზე 50 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებები გამოიტანა, მაგრამ ყველა ვერ გაყიდა. არ ეყოთ ფული ბანკებს. სამაგიეროდ, აგერ, ეროვნულმა ბანკმა დაასაჩუქრა დღეს კომერციული ბანკები. ამ ფულის ნაწილი აუცილებლად მოხვდება სავალუტო ბირჟაზე, ნაწილი კი სახაზინო ვალდებულებების მორიგ აუქციონზე აღმოჩნდება. მოკლედ, აფინანსებს ეროვნული ბანკი ბიუჯეტის დეფიციტს და ეწევა საკრედიტო ექსპანსიას, რითაც ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას.

და ბოლოს, მიმდინარე თვეში ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი. დროის მესამედი გავიდა და დსხარჯულია მხოლოდ 88 მილიონი. არათანაბარზომიერ ხარჯვას თუ რა მოსდევს, ეს უკვე ვისწავლეთ და საკუთარ თავზეც გამოვცადეთ ამ მთავრობის ხელში’’, - წერს რომან გოცირიძე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8299 ლარი გახდა

21 თებერვალი, 2020 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8299 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

21 თებერვალი, 2020 , 14:30

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა. „Globa

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თურქეთში ევროპის საავიაციო ფორუმში მონაწილეობს

21 თებერვალი, 2020 , 14:30

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2020 მიმდინარეობს. რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველოს ფო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის

21 თებერვალი, 2020 , 12:10

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბან

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8265 ლარი გახდა

20 თებერვალი, 2020 , 17:44

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8265 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8422 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

20 თებერვალი, 2020 , 17:25

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`