პოლიტიკა


მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სტაბილური კურსის შენარჩუნებისთვის - ირაკლი კობახიძე
ის, რაც ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, სწორედ საგარეო ფაქტორების დამსახურებაა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„არის კონკრეტული საგარეო ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს ლარის კურსზე. ეს არის არსებული კონტექსტი, რეგიონული კონტექსტი... ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსის დევალვაცია პირდაპირ განაპირობებს ჩვენი ვალუტის კურსის დევალვაციას. ეს არის ყველაზე სამწუხარო მოვლენა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გარე ფაქტორების მიუხედავად, შეინარჩუნოს სტაბილური კურსი. ამას ემსახურება სწორედ ოთხპუნქტიანი გეგმა და ყველა ის სამთავრობო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მოსმენის საკითხს, კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ამ ეტაპზე დღის წესრიგში მსგავსი მოთხოვნა არ დგას.
„ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კითხვები, არაერთი მსჯელობა, დისკუსია სამთავრობო გუნდის წევრებთან. მოვისმინეთ მთავრობის მოსაზრება იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რომელიც განაპირობებს ლარის კურსის დევალვაციას. მთავრობის პოზიცია დამაჯერებელი იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დღეს ასეთი ინიციატივა არ დადგება, თუმცა, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მოვლენების დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში გვექნება დამატებითი კონსულტაციები სამთავრობო გუნდის წევრებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:49

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:45

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:41

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა
16 თებერვალი, 2019 , 21:04

ვოლფგანგ იშინგერი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე - არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ეთქვას უარი საქართველოს იმაზე, რაც წლების წინ სხვა ქვეყნებმა მიიღეს
16 თებერვალი, 2019 , 20:43

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა
16 თებერვალი, 2019 , 17:09