უკან

საზოგადოება

16 ნოემბერი, 2019 14:10
font-size

მთავრობამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა.

ცვლილებები „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 18 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი გახდება და უვადოდ იმოქმედებს.

აღმასრულებელი ხელისუფლება რეფორმის ფარგლებში, 2016 წლის 1-ელი აგვისტოდან 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დარეგისტრირებული მიწების სტატისტიკასაც აქვეყნებს. პროექტში ნათქვამია, რომ ამ პერიოდში დარეგისტრირდა – 730 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელთა ფართობი ჯამში დაახლოებით – 515 382 ჰექტარს შეადგენს.

მთავრობა აღნიშნავს, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის დაწყებიდან მოსახლეობისთვის უფასო, გამარტივებული სერვისების მიწოდების შედეგად, მოქალაქეების მიერ დაზოგილმა ჯამურმა თანხამ – 40 მილიონ ლარამდე შეადგინა.

მთავრობა განმარტავს, რომ კანონის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი ორ მიმართულებად დაიყო და სპორადული და სისტემური წესით მიმდინარეობს.

„რეფორმამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, სააგენტოსთვის მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია დაახლოებით – 400 პროცენტით. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს ყოველდღიურად წარედგინება – 1500-დან 2000-მდე განცხადება, ცალკეულ შემთხვევებში კი, განცხადებების რაოდენობამ დღეში 5000-ს გადააჭარბა. 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 51 800-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი, ხოლო დაახლოებით 44 529 განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებშია გადაგზავნილი.
მიწის რეგისტრაციის რეფორმამ აჩვენა სპორადული რეგისტრაციის ახალი წესის უფრო მყარად დანერგვის მართებულობა, რაც მოქალაქეთა მაღალი აქტივობითა და რეგისტრირებული უფლებების რაოდენობით დასტურდება. თუმცა, ვინაიდან, რეფორმა 2020 წლის 1-ელ იანვრამდე მიმდინარეობს, საჭიროა, რეგისტრაციის გამარტივებულმა წესმა იმოქმედოს არა მხოლოდ რეფორმის ფარგლებში, არამედ იგი რეგისტრაციის ზოგად წესად იქცეს, რა მიზანსაც ემსახურება წინამდებარე კანონპროექტი”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

კოჯორში გეგმური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

5 ივლისი, 2020 , 11:28

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების „ისარი 2020“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ივლისი, 2020 , 11:07

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანა

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე