უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 სექტემბერი, 2017 15:00
font-size

მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა

საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტი, საერთაშორისო სტანდარტებით დამაკმაყოფილებელ გარემოს შექმნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მაღალი ხარისხის ინვესტორი კომპანიების შემოსაყვანად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამონაწილეობითა და ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით შემუშავდა.

პრემიერის გაბცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია,რაც შეიძლება მეტი კერძო კომპანია ჩაერთოს ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის პროცესში, რასაც მთავრობის ოთხპუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ქვეყნის სივრცითი განვითარების გეგმა მოიცავს.

„იმისათვის, რომ ჩვენ მაღალი რეპუტაციის და ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეების მოზიდვა შევძლოთ ქვეყანაში, რათა ისინი არა მხოლოდ კონტრაქტორებად, არამედ ინვესტორებად შემოვიდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გვჭირდება საერთაშორისო სტანდარტების კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა. ეს, ერთი მხრივ გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხს; მეორეს მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდის კერძო კომპანიებისთვის და მესამე მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი განტვირთვა სახელმწიფო სუვერენული ბალანსის, ანუ საბიუჯეტო ხარჯების კუთხით. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ უფრო დიდი მასშტაბის პროექტების განხორციელებისთვის განვტვირთოთ სახელმწიფო ბიუჯეტი და მაქსიმალურად ჩავრთოთ კერძო კომპანიები ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კანონმდებლობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ამყარებს კარგ ბალანსს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ინტერესებს შორის, ისე, რომ საჯარო ინტერესი არ დაზიანდეს და ამავე დროს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინტერესო იყოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა.

ჩარჩო-კანონმდებლობა, რომელსაც მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებს, განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე