უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ოქტომბერი, 2019 16:25
font-size

მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოს ხელშეკრულება ხაზარაძესთან - დავით ჭიჭინაძე

„თუ ხელისუფლებამ სასწრაფოდ არ გაწყვიტა მამუკა ხაზარაძესთან ხელშეკრულება და თავად არ დაიწყო აშშ-სთან და მათ საინვესტიციო ჯგუფთან საუბარი, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება მართლა ცდილობს, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ იგი ანაკლიის პორტის კომერციულ დასაბუთებას თავიდანვე ვერ ხედავდა.
„ვერ ვხედავდი იმიტომ რომ, არსებობს მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებული იყო და რომელში ჩაღრმავება რატომღაც არავის უნდა.

7 ნავსაყუდელით ასი მილიონი ტვირთი ვერანაირად ვერ გადაიტვირთება. ასეთი ფენომენი უბრალოდ, არ არსებობს. ამისთვის უნდა აშენდეს 35 ნავსაყუდელი, როგორც იყო კიდეც თავიდან გათვლილი, როდესაც ლაზიკის პროექტი კეთდებოდა;

ანაკლიის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას დამატებით 200 მეგავატიანი სიმძლავრის ელექტროსადგური სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვაქვს და არც ის არის განსაზღვრული, როდის ან სად აშენდება;

100 მილიონიანმა ტვირთმა რომ გაიაროს, მილიარდი დოლარის ინვესტირება მაინცაა საჭირო;

ინფრასტრუქტურა კასპიის ზღვაზეა მოსაწყობი, რომელსაც მარტო ჩვენი ქვეყნის ნებართვა ნამდვილად არ ჰყოფნის“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, სწორედ ამიტომ ამბობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციის თემად უფრო იქცა.

„თუმცა, ვერც ხელისუფლების მხრიდან ვხედავ ისეთ მონდომებას, როგორიც უნდა იყოს, არადა, ის მინიშნებები, რასაც აშშ-ს წარმომადგენლები აკეთებენ, ეს უფრო სამხედრო პროექტია, რადგან წყალქვეშა ნავებზეა საუბარი. როდესაც ასეთი მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტზეა საუბარი, ამ პროექტს კომერციულთან უკვე ნაკლები შეხება აქვს და აქ სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. კერძო პირებზე კი არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, სწორედ სახელმწიფოების დონეზე უნდა გადაწყდეს დაფინანსება! ამისთვის კი მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოს ხელშეკრულება ხაზარაძესთან და თავად დაიწყოს აშშ-სთან და იმ საინვესტიციო ჯგუფთან საუბარი. ეს იქნება ყველაზე მკაფიო პასუხი და თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ეს პროექტი არ განხორციელდეს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გავდივარ - ზაზა ხუციშვილი

14 ნოემბერი, 2019 , 15:30

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განუცხადა. ზაზა ხუციშვილმა, თამარ ჩუგოშვილთან და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატთან ერთად, დღეს საპარლამენტო თანამ

რა ხდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში კენჭისყრის შემდეგ (ვიდეო)

14 ნოემბერი, 2019 , 15:10

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავის

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ვინ შეიკავა თავი

14 ნოემბერი, 2019 , 15:02

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე

თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

14 ნოემბერი, 2019 , 14:40

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს. აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირველმა ვი

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

14 ნოემბერი, 2019 , 13:15

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოს

ჩვენი ამოცანაა, ადამიანის უფლებათა საბჭო და სამდივნო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი გახდეს - ლელა აქიაშვილი

14 ნოემბერი, 2019 , 12:55

ჩვენთვის მთავარი გამოწვევა და ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, ფუნქციურად გავაძლიეროთ პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭო და მეორე მხრივ – მეთოდოლოგიურად გავაძლიეროთ ადამიანის უფლებათა სამდივნო, – ამის შესახე