უახლესი ამბები
- 22.01.2021 22:27“ძაღლის ჭირი თბილისში” – ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ
- 22.01.2021 20:43ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- 22.01.2021 18:21ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
არქივი
პოლიტიკა


მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება
საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კერძოდ, რეგისტრაცია გაიარა 94-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
ცვლილებები დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება ექნება.მათ შორის, გადაადგილების, შეკრების, ეკონომიკური საქმიანობის, მიგრაციის ა.შ.
ცვლილებების მოქმედების ვადად 15 ივლისი განისაზღვრა და დაზუსტდა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები გულისხმობს დროებითი ღონისძიებების გატარებას.
ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის – შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას; საჯარო დაწესებულებების; აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების; საჯარო სამართლის იურიდიული პირების; სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან; საჯარო სერვისების მიწოდებასთან; პირთა მიმოსვლასთან; საკუთრებასთან; შრომასთან; პროფესიონალ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან; უკანონო მიგრაციასთან; საერთაშორისო დაცვასთან, ან სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19

რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40

შეხვედრამ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით - მამუკა მდინარაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40

პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია. სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ - არჩილ თალაკვაძე
22 იანვარი, 2021 , 15:00

დღეს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით - ალეკო ელისაშვილი
22 იანვარი, 2021 , 15:00
ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის - სალომე ზურაბიშვილი
21 იანვარი, 2021 , 17:25