უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 იანვარი, 2017 15:15
font-size

მთავრობას არ გამოუვლენია სურვილი, რომ ფარული ჩანაწერების ეპოქა დასრულებულიყო - ელენე ხოშტარია

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ახალი ორგანოს დამოუკიდებლობას მთავრობისგან.

„ნება იმისა, რომ ფარული ჩანაწერების ეპოქა დასრულებულიყო მთავრობას არ გამოუვლენია. ამასთან ერთად, სუს-ის ბიუჯეტში 18 მილიონი ემატება და აქ მთავრობის პრიორიტეტი ნათლად ჩანს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთავრობა ნიშნავს უწყების ხელმძღვანელს, რომელმაც ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური დანიშვნა იქნება. სამწუხაროდ, არანაირი პრობლემის გადაჭრაზე არ არის საუბარი,“- თქვა ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის თქმით, ცვლილებათა პაკეტი ამცირებს მოქალაქეების პირად ცხოვრებაზე მეთვალყურეობის რისკს.

„პაკეტი , რომელიც არის შემოთავაზებული, გულისხმობს ფარული საგამოძიებო ფუნქციის დამოუკიდებლად გატანასა და გადაცემას ახალი სააგენტოსთვის, რომელსაც არ გააჩნია საგამოძიებო ფუნქცია. მინიმუმამდე დადის რისკები, რომ მოხდეს ვინმეს პირად ცხოვრებაში ჩარევა,“- ამბობს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უმრავლესობამ დახურულ შეხვედრაზე წარადგინა პროექტი, რომლის თანახმად, ფარულ მოსმენებს ახალი დამოუკიდებელი უწყება განახორციელებს. უწყებას საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და ის იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. ორგანოს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. უწყება უსაფრთხოების სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

ცვლილებების შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ გახდა აუცილებელი. მან 2016 წლის აპრილში ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 2017 წლის 31 მარტამდე მისცა ვადა, რომ შეცვალოს არსებული კანონმდებლობა.

ანა მებურიშვილი

ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა

19 მარტი, 2024 , 12:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მ

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 მარტი, 2024 , 18:15

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. ბანკში ამ მიმართულე

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა

18 მარტი, 2024 , 14:46

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის

21 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

18 მარტი, 2024 , 13:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

18 მარტი, 2024 , 12:34

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა&ld

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

15 მარტი, 2024 , 15:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი