უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 აპრილი, 2018 15:35
font-size

მთავრობაში პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით ახალი ინიციატივა შევა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინიციატივა პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით და ასევე, გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით.

შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სულ მალე ეს ინიციატივა მთავრობაში შევა დასამტკიცებლად.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, დედამიწის დღის თარიღის აღნიშვნის პარალელურად, გარემოს დასუფთავების მიმართულებით სხვადასხვა აქცია გაიმართება.

„დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან, საელჩოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გეგმავს სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღე ემთხვევა პლასტიკის ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების პრევენციას. ამ თემის ირგვლივ არის წლევანდელი წელი და აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინციატივა პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების თვალსაზრისით და ასევე, გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით. სულ მალე ეს ინიციატივა მთავრობაში შევა დასამტკიცებლად.

ასევე, ჩვენი ორგანიზაციები გეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს, როგორიც არის „დაასუფთავე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც აქტიური დასუფთავების კამპანია გაიმართება სხვადასხვა რეგიონში და გამოვლინდება გამარჯვებული რეგიონი. ასევე, აქცია „გარემოს გულისთვის“ ფარგლებში კონკრეტული ადგილები გამოიყოფა და ამ ტერიტორიების დასუფთავებაში კერძო სექტორი იქნება ჩართული“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

დედამიწის დღეს 22 აპრილს მსოფლიოს 175 ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა

21 მაისი, 2018 , 20:59

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კამპანიის - "რესპუბლიკის 100 წელი - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" ფარგლებში ეწვია. შეხვედრას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის რექ

ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21 მაისი, 2018 , 17:45

პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საეკლესიო საზოგადოების ორგანიზებით ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 1

ფლანდრიის პარლამენტმა ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკეების გამოფენას უმასპინძლა

21 მაისი, 2018 , 17:30

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ფლანდრიის პარლამენტმა ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკეების დავით ხმალაძისა და

2017 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 3599 ქალი და 497 კაცი გახდა - IDFI-ის კვლევა

21 მაისი, 2018 , 16:45

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  საქართველოში  ოჯახში ძალადობის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2013-2018 წლების სტატისტიკით, ამ პერიოდში ძალადობის 6.464  შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე ჯანმრთ

ზებრაზე გადასვლისას მე-12 კლასელს ავტომობილი დაეჯახა

21 მაისი, 2018 , 16:45

ნაძალადების რაიონში, კერძო სკოლა “პოლიგლოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ზებრაზე გადასვლისას მე-12 კლასის მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომელსაც

თსუ-ში პერსონალის საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

21 მაისი, 2018 , 16:25

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, პერსონალის მეორე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა, რომელშიც ევროპის 10 ქვეყნის 20 უნივერსიტეტის 32 წარმომადგენელი მო

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე