უკან

საზოგადოება

3 აგვისტო, 2020 17:40
font-size

მთავრობის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კვლევის მნიშვნელობას საქართველოს მთავრობისთვის და საერთაშორისო პარტნიორებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა კრიზისის მენეჯმენტი, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი პანდემიის დროს და ადამიანის უფლებების მიმართულება. კვლევის მიზანია პანდემიის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, რათა ქვეყანა როგორც შესაძლო მომდევნო ტალღას, ისევე, მსგავს კრიზისებს მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს.

„დამოუკიდებელი კვლევის ფარგლებში გაანალიზდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა სოციალური, ადამიანის უფლებების და სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა. შეფასდება მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის მართვის პროცესში, არსებული გამოწვევები და „კოვიდ-19“-ის გავლენა საქართველოს მოწყვლად მოსახლეობაზე. განმეორებითი კრიზისების წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების უკეთ მომზადების მიზნით, კვლევის ფარგლებში ასევე შემუშავდება რეკომენდაციები. კვლევა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწვეული ექსპერტები განახორციელებენ, 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. კვლევას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის, სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, გაეროს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთობლივად განახორციელებენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია - მარინა ენდელაძე

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართ

კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთ კი თბილისში გარდაიცვალა. „გუშინ გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი ა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება. დანა

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა

28 სექტემბერი, 2020 , 11:05

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებულ

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

28 სექტემბერი, 2020 , 11:05

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა. ვებგვერდის მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 31-ს შეადგენს. ამ დროისთვის უცნო

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 სექტემბერი, 2020 , 10:41

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე