უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მაისი, 2017 12:30
font-size

მთავრობის ადმინისტრაციასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხტარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მუხტარლი დააკავეს და უკანონოდ გადაიყვანეს აზერბაიჯანში. მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ითხოვენ საქართველოს ხელისუფლეისგან, გამოიძიოს ქართული მხარის მიერ დაშვებული დარღვევები.

დაკავებული ჟურნალისტის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, მუხტარლიმ პასპორტის გარეშე გადავიდა აზერბაიჯანში.

„მე ვფიქრობდი და მიმაჩნდა, რომ საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა ევროპულ ხედვებთან და იდეებთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დარღვეულია. მე ხელში ჩემი მეუღლის საბუთები მიკავია და მაინტერესებს, თუ როგორ გადაკვეთა მან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი საბუთების გარეშე“, - განაცხადა მუსტაფაევამ აქციაზე.

მუსტაფაევას თქმით, მუხტარლის დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად თავზე პოლიეთილენის პაკეტები თავზე ჩამოაცვეს. როგორც მათ განმარტეს, სავარაუდოდ, თავზე ტომარაჩამოცმული გადაიყვანეს მუხტარლი აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაუჩინარდა. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუხტარლი ბაქოში უკანონოდ გადაიყვანეს. ჟურნალისტის ადვოკატმა, ელჩინ სადიგოვმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს. სადიგოვმა, მუხტარლიზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ ჟურნალისტი აყვანისას სცემეს და ასე მიიყვანეს აზერბაიჯანის საზღვართან. სადიგოვის თქმით, აზერბაიჯანის სასაზღვრო იზოლატორში მუხტარლის განუცხადეს, რომ მას 10 ათასი ევრო უპოვეს, რომელიც „ჩაუდეს“.

ანა მებურიშვილი

„ახალი ხედვის“ ორთოპედიული პროდუქტები

28 სექტემბერი, 2020 , 19:43

ორთოპედიული პროდუქტები, როგორც წესი, რეაბილიტაციურ მედიცინაში სახსრების ფიქსაციისათვის გამოიყენება, რაც უზრუნველყოფს მათ ეფექტურ აღდგენას. მათი საშუალებით კუნთები, მყესები და იოგები იღებენ სისხლის განსაზღვრულ ოდენობას და

„ჯიესენი“ - ლიდერი კომპანია სალარო აპარატებისა და სავაჭრო მოწყობილობების სფეროში

28 სექტემბერი, 2020 , 19:34

’’ჯიესენი“ (GSN)  ბულგარული კომპანია Daisy Technology-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. იგი 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ევროპული სტანდარტების შესაბამის

თანამედროვე სალარო აპარატები თქვენი ბიზნესისთვის

28 სექტემბერი, 2020 , 18:40

კომპანია ჯიესენი“ (GSN) უდავო ლიდერია საქართველოში სალარო აპარატებისა და სავაჭრო მოწყობილობების იმპორტის კუთხით. კომპანია წლებია წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უკვე 15 ფილიალი აქვს ქვეყნის მაშტაბით. კომპა

კორონავირუსით 32-ეპაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა - ეკატერინე ტიკარაძე

28 სექტემბერი, 2020 , 17:59

კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3203 ლარი გახდა

28 სექტემბერი, 2020 , 17:45

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3203 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3332 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

28 სექტემბერი, 2020 , 17:45

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სებ-ის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე