საზოგადოება


მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირთა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წევრებმა და შშმ პირთა თემის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნა მოითხოვეს. მათი განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა შშმ პირთა კეთილდღეობისთვის კოორდინირებულად იმუშავოს.
აქციის მონაწილეებმა სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა მოითხოვეს, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო შშმ პირს აღიქვამს არა როგორც პაციენტს, არამედ როგორც პიროვნებას, რაც ითვალისწინებს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ინდივიდუალურად მორგებული პროგრამების შემუშავებას.
საქართველოს პრეზიდენტის 260-ე ბრძანების თანახმად 2003 წლიდან საქართველოში 14 ივნისს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
საკვანძო სიტყვები:
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს
16 იანვარი, 2021 , 15:00

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი
16 იანვარი, 2021 , 11:15

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი
15 იანვარი, 2021 , 19:59

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
15 იანვარი, 2021 , 19:35