უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 აპრილი, 2020 12:40
font-size

მთავრობის გადაწყვეტილებით ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება

მთავრობის გადაწყვეტილებით ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.

„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

რეგულაციების გამკაცრების რისკ-ფაქტორები შეიძლება გაიზარდოს - ეკატერინე ტიკარაძე

1 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა, მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ არ მოხდება მოქალაქეთა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, შესაძლოა, მ

ახალი დანადგარები მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს - „ჯორჯიან მანგანეზი“

1 ივნისი, 2020 , 17:45

„ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება,- ამის შესახებ ინფორმაციას კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა

1 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ნინოობის დღესასწაულს ფოკიდან ულოცავს

1 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორწმუნეებს წმინდა ნინოს ხსენების დღე ფოკიდან მიულოცა. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, დღეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა.

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა - კათოლიკოს პატრიარქი

1 ივნისი, 2020 , 17:10

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, – ამის შესახებ საქა

პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

1 ივნისი, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს ბავშვების სოციალური ყოფის გაუმჯობესებისა და ძალადობის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. "1 ივნისი ბავშვთა დაცვის ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!