უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

2 ივლისი, 2020 12:55
font-size

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.

ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5 მლნ ლარისა იქნება 10 მლნ ლარი. ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით სესხის აღების შემთხვევაში, გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი.

ლიზინგის ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის მოცულობა და ნაცვლად 5 000 000 მილიონი ლარისა განისაზღვრება 10 000 000 ლარით, ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას (ნაცვლად არაუმეტეს 24 თვისა) წლიური 12%-ის ოდენობით.

თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე. კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.

პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისათვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა 12 თვით.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში

10 აგვისტო, 2020 , 17:50

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატა

დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში საკარანტინე შეზღუდვები წესდება

10 აგვისტო, 2020 , 16:27

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტე

სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

10 აგვისტო, 2020 , 14:45

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ბლოკპოსტები წუხელ, 00:00 საათიდან მოიხსნა და სოფელი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. &bd

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში ლოკოკინების ფერმა გაიხსნება

10 აგვისტო, 2020 , 12:15

საქართველოს ბანკი აგრო მეურნეობის წახალისებას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბაშაში 1 ჰა ტერიტორიის ფართობზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება. პროექტს შპს „აისბერგი“ ახორციელებს. ფერმის ამოქმედების შემდ

მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა

10 აგვისტო, 2020 , 11:55

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში გამოვლინდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტობრივად, ყველა ინფიცირებული ერთი ოჯ

სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქვეყანაში არაერთი ახალი მეურნეობა ყალიბდება, მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაციის პროცესი - ლევან დავითაშვილი

10 აგვისტო, 2020 , 11:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე, საქართვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე