უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 აგვისტო, 2018 16:10
font-size

მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა - დავით ბაქრაძე

მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა, ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა ჩვენი მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, რასაც სჭირდება მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც ქმედით ნაბიჯებს გადადგამს პრობლემის მოსაგვარებლად, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

დავით ბაქრაძე ეკონომიკის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობა ,,ჩვენს ეკონომიკას იცავს“.

„ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დადგა იმ მტკივნეული პრობლემის წინაშე, რომელიც ლარის კურსის დაცემა უკავშირდება. ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია, კომენტარი, რის გაკეთებას აპირებს მთავრობა და როგორ აპირებს, დაეხმაროს მოსახლეობას, რომელიც ზარალდება ლარის კურსის გაუფასურებისგან. მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც ცდილობს ჩვენს მოსახლეობას აუხსნას, რომ ლარის კურსის ცვალებადობა და მერყეობა კარგია.

მინდა, პატივცემულ მინისტრს და მთვარობის წევრებს შევახსენო, ლარის კურსის მერყეობა, ლარის გაუფასურება არის ის მტკივნეული თემა, რომლის გამოც მოსახლეობას ბოლო წლებში რამდენჯერმე მოუწია გაზრდილ კომუნალურ გადასახადებთან გამკლავება, ეს არის ის მტკივნეული თემა, რომლის გამოც ასეულობით ათას ოჯახს უწევს გაზრდილი კრედიტების გადახდა . ეს არის ის მტკივნეული თემა, რომლის გამოც ყოველდღიურად ქვეყანაში ძვირდება საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და რომლის გამოც, უახლოეს დღეებში შესაძლოა მოხდეს პურის გაძვირება. ლარის არასტაბილურობა არის ის საკითხი, რომელიც ყველაზე დიდი პრობლემის მომტანია ბიზნესისთვის, ვინაიდან არ არსებობს არანაირი პროგნოზირებადობა და ბიზნესს უჭირს დაგეგმოს ხვალინდელი დღე. ეს მტკივნეული პროცესი ადასტურებს ცვლილებების აუცილებლობას და აუცილებლობას, რომ არჩევნებით პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვათ ხელისუფლება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი