უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 აპრილი, 2017 12:50
font-size

მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი საბაგიროების მოწყობის შესახებ, შესაძლოა, „პანორამა თბილისს“ უკავშირდებოდეს - საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდება.

არასამთავრობოსთვის საეჭვოა, ახალ რედაქციაში რატომ არაა განმარტებული პუნქტი, რომლის მიხედვით საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელი ხდება, თუ ეს სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებს უკავშირდება.

„დაუსაბუთებლად, ყოველგვარი სათანადო არგუმენტაციის გარეშე, მეტად სპეციფიკური ინიციატივის შემუშავება (სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევა) აჩენს კითხვებს, ხომ არ ემსახურება აღნიშნული კერძო ინტერესებს/პროექტებს, და არა ობიექტურ საზოგადო საჭიროებას“, - წერია საიას განცხადებაში.

საია აღნიშნავს, რომ „პანორამა თბილისის“ ორი პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილებში - თავისუფლების მოედნის მიმდებარედ არსებული მშენებარე ნაგებობა და ე.წ. „სოლოლაკის მაღლობი“ სწორედ საბაგირო გზით უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს, რასაც შესაძლო ახლდეს საკუთრების ჩამორთმევის საჭიროება. პროექტი თანაინვესტრირების ფონდის ვებგვერდზეა მითითებული.

განცხადების თანახმად, პანორამა თბილისის პროექტი ქალაქის ისტორიული ნაწილის სამ ლოკაციას ეხება. სამივე მათგანი თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაშია მოქცეული, რაც ამ ზონაში სამშენებლო სამუშაოებს კრძალავს. საიას თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე აქვს საჩივარი შეტანილი ამ მშენებლობების წინააღმდეგ. დავა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანა მებურიშვილი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0416 ლარი გახდა

3 ივნისი, 2020 , 17:32

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0416 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0772 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

3 ივნისი, 2020 , 17:05

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

3 ივნისი, 2020 , 16:35

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტ

მიმართვა ელჩს - ევროკავშირის მოქალაქე არასრუწლოვანი საფრთხეშია და მას ცხინვალის გავლით ქვეყნიდან არალეგალურად გატაცება ემუქრება

3 ივნისი, 2020 , 16:35

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის საქართველოს არაკონტროლ

საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

3 ივნისი, 2020 , 16:05

საინვესტიციო სამსახურმა საკუთარი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში გააანალიზა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის (84 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდა ეროვნუ

გაზგასამართ სადგურზე ექსპერტ-კრიმინალისტს, პირველადი ინფორმაციით, დენმა დაარტყა, მისი მდგომარეობა მძიმეა - შსს

3 ივნისი, 2020 , 15:30

ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტია. როგორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!