უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 აპრილი, 2017 16:15
font-size

მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის შეფასებით, მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას. ომბუდსმენის თქმით, ცვლილებები ფორმალური ხასიათისაა და არ ითვალისწინებს ნარკოტიკის მოხმარებისთვის არსებული სასჯელის - დაპატიმრების ჩანაცვლებას მკურნალობით.

ომბუდსმენმა ასევე ყურადღება გაამახვილა ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირების პრაქტიკაზე, რომლის კანონთან შესაბამისობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა 2015 წელს სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და თანმდევ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592, გადაწყვეტილების იმპლემენტაცია და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სისტემური ცვლილებების განხორციელება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთების შესაბამისად.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას. ამასთან, ცვლილებები მხოლოდ ფორმალურად ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს ვინაიდან მასში არ არის გათვალისწინებული სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზანი - ნარკოტიკული საშუალების მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შესაბამისი ოდენობით ფლობის და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო ადამიანის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენების არაკონსტიტუციურობა.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკით და მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული არა პიროვნების დასჯაზე, არამედ მის რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე. სამწუხაროდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ამ მიდგომას არ ითვალისწინებს. ინიცირებული კანონპროექტები საერთოდ არ ეხება სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას; პრობლემურია და სისტემურ გადახედვას საჭიროებს მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებების მინიმალური ოდენობების საკითხი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული ან/და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე ან/და პირადი მოხმარების მიზნით, შედარებით მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, დამზადებაზე სასჯელის სახით არ უნდა იყოს გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა.

ნარკომომხმარებლებისათვის პატიმრობის შეფარდების არაკონსტიტუციურობის შესახებ, სახალხო დამცველმა 2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით არსებული მანკიერი პრაქტიკა, რაც არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგანი. ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2015 წლის 20 ნოემბერს წარადგინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, სისტემურად მიუდგეს საკითხს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად ლიბერალური და დაბალანსებული პოლიტიკით ჩანაცვლებისკენ“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი