უკან

საზოგადოება

24 დეკემბერი, 2016 16:30
font-size

მთავრობის კანცელარიასთან საგზაო კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიასთან საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ. პირველი მოთხოვნის ადრესატი პრემიერ-მინისტრია. აქციის მონაწილეები მას სთოხვენ, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული გახდეს საგზაო უსაფრთხოება.

მეორე მოთხოვნის ადრესატი კი საქართველოს პარლამენტია, რომელსაც გზებზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოუწოდებენ დაჩქარებული წესით განიხილოს კანონპროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთოების წესებს გაამკაცრებს და რომლითაც დაინერგება როგორც უკონტაქტო პატრულირება, ისე ქულების სისტემა დაუმორჩილებელი კანონდამრღვევი მძღოლებისთვის.

„დღევანდელი აქციის მიზანია, პრემიერს მივაწვდინოთ ხმა და ვუთხრათ, რომ საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხი, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. მთელი წლის განმავლობაში თაროზე შემოდებულია კანონპროექტი ქულათა სისტემის, თუ უკონტაქტო პატრულირების შესახებ. ჩვენ პრემიერს ვთხოვთ და მოვუწოდებთ, რომ იქნებ დაჩქარდეს ეს პროცესები და პარლამენტთან ერთად დავიწყოთ ამ საკითხსზე საუბარი“,-განაცხადა ალიანსის „უსაფრთხო გზები“-ს წარმომადგენელმა ეკა ლალიაშვილმა.

პარტნიორობა „საგზაო უსფართხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა კი ხაზს უსვამს, კანონდებლობის გამკაცრების აუცილებლობას და აცხადებს, რომ სანამ ეს კანონი არ იქნება მიღებული, გზებზე უამრავი ტრაგედია დატრიალდება.

„პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღსრულების სისტემა გამკაცრდეს. მნიშნელოვანია, რომ მოხდეს მართვის მოწმობების სისტემის დახვეწა. მნიშნელოვანია, რომ მოხდეს ქალაქებში მორგებული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კანონპროექტში არის რამდენიმე ძირითადი მიმართულება- ეს არის ქულების სისტემა, ეს არის სიჩქარის კონტროლი, ეს არის ახალი მანქანების წახალისება - ეს ყველაფერი უნდა დროულად იქნას მიღებული, თუ გვინდა რომ ავიცილოთ ტრაგედიები“,-აღნიშნა კვაშილავამ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 , 17:50

მაშველებმა ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი

ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 , 17:46

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება. სამძებრო - სამაშველო ღონისძიებები ა

კონკურს ,, ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ მონაწ

2019 წლის 1 იანვრიდან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება გარკვეული კატეგორიის ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ხდება

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

2019 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, ვისაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან ბიზნეს/საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებისას, ე

ახალი სამედიცინო ცენტრი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს- ლევან იზორია

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს ახალ სამედიცინო ცენტრში დროული და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება უახლოეს მომავალში შეეძლებათ. დღეს ქუთაისში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო

მიხეილ ბატიაშვილმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნო და სტუდენტებს და პროფესორ-მასწავ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`