უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ოქტომბერი, 2020 14:45
font-size

მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც - ნათია მეზვრიშვილი

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები.
„საქართველოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა, ისევე, როგორც მსოფლიოში და ეს ზრდა გაგრძელდება. ხაზი გაესვა მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინფიცირების შემთხვევების მატების შენელებაში. გუშინ მკაცრი რეკომენდაცია გავეცით საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში პირბადის ტარების შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს რეკომენდაცია შეასრულონ. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არის შეუსრულებლობის შემთხვევებიც, ამიტომ, იმისთვის, რომ ინფიცირების გავრცელების შენელება მოხდეს, მაქსიმალურად უნდა ვატაროთ პირბადე არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს

25 ნოემბერი, 2020 , 17:42

დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა. რო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3138 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3193 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის „კოვიდი“ - პაატა იმნაძე

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

ქვეყანაში ჯერ სეზონური გრიპი არ ცირკულირებს და გაციებით მიმდინარე უმეტესი შემთხვევა კორონავირუსია, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე. როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭო

პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ სასულიერო პირებს, ტაძარში მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე - საპატრიარქო

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

კორონავირუსის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. „COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. აუქციონი დღეს შედგა. „2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციას და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას - ამირან გამყრელიძე

25 ნოემბერი, 2020 , 16:30

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი გამოვლენილზე ორჯერ მეტია, თუმცა, საბედნიეროდ ინფიცირებულთა ეს ნაწილი უსიმპტომოა, ან მათთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვ