უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 თებერვალი, 2017 18:00
font-size

მთავრობის N1 საზრუნავი „რუსთავი 2“-ის განადგურებაა - ზაზა ხატიაშვილის განცხადება „რუსთავი 2“-ის საქმეზე

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.

ხატიაშვილის აზრით, ხელისუფლება „ბინძური მეთოდებით ცდილობს ტელეკომპანიის განდგურებას“.

„მედიანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პირდაპირ გაოგნებული ვარ ხელისუფლების ისტერიით ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის წინააღმდეგ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ხელისუფლების N1 სამიზნე არის არა ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირება, არამედ ნებისმიერ ფასად, უბინძურესი მეთოდების გამოყენებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის განადგურება და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რომელიც უნდა შესაბამისობაში მოვიდეს საბჭოთა საქართველოს დროინდელ „მოამბესთან“, რაც ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასამარებაა.

სასამართლოს ორივე ინსტანციაში პირადად ვესწრებოდი „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესებს, მაინტერესებდა, სადამდე წავიდოდა ხელისუფლების უკანონობის კასკადი. ერთხელ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, იმდენად შეურაცჰყოფილი ვიყავი სასამართლოს არაობიექტურობით, რომ პროტესტის ნიშნად დავტოვე სასამართლო პროცესი. ვფიქრობდი, რის ფასად კადრულობენ მოსამართლეები ასეთ უსამართლობას? საქართველოს უახლეს ისტორიაში ისინი ხომ შედიან, როგოც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მტრები და უკანონობების დამკანონებლები?

სააპელაციო სასამართლოში „რუსთავის 2“-ის სასამართლო პროცესის რეკორდულ ვადაში დამთავრებამ, როდესაც მოსამართლეებს უხდებოდათ დღეში სამი-ოთხი სასამართლო სხდომის გადადება, „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი რომ დაემთავრებინათ, ჩემთვის საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც ძღვენს ელოდებოდა მოქმედი ხელისუფლება და არაფორმალური მმართველი შუშის სასახლიდან.

„რუსთავის 2“-ის სასამართლო პროცესის სარეკორდო დროში დამთავრებას მალევე მოჰყვა შედეგი. „რუსთავი 2“-ის სასამართლო სხდომის განმხილველი მოსამართლე, სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე ქალბატონი ნატა ნაზღაიძე, იუსტიციის საბჭომ მოსამართლედ დანიშნა სამუდამო ვადით, ისმის კითხვა, მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს რომ მიეღო სხვა გადაწყვეტილება და „რუსთავის 2“-ის საქმეზე მიეღო ხელისუფლებისთვის არამისაღები გადაწყვეტილება, მას ვინმე აღირსებდა სამუდამო მოსამართლის სტატუსს? ჩემი აზრით , არა.

კვირას, გადაცემა ,,პოსტ სკრიპტუმში“ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია ქ. თბილისის მერიის მხრიდან, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგების თაობაზე, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრთან- მის ძმასთან, რომელსაც, რა თქმა უნდა, არავინ არ გამოიძიებს. როდესაც საქართველოს მოსახლეობა ელოდება სამართლიანობის აღდგენას, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, მოულოდნელად „რუსთავის 2“-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა სახელმწიფოს დახარებით იღებს დაახლოებით მილიონიან ქონებას, რაც, სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არის კავშირში „რუსთვავი 2“-ის საქმესთან.

ქვეყანა დღითიდღე ჭაობში მიექანება, იზრდება სოციალური აფეთქების საშიშროება, ხელისუფლება სულ უფრო და უფრო სცილდება ხალხს. მაღალჩინოსნების პრემიებმა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყნის ეკონომიკა და ხელისუფლებისთვის ამ დროს N1 საზრუნავად რჩება ტელკომპანია „რუსთავი 2“- ის განადგურება.

ხელისუფლების პირველი პირების გამოსვლებში იგრძნობა პირდაპირი აგრესია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მიმართებაში, არაფორმალური მმართველი ივანიშვილი თავის გამოსვლებში ვერ მალავდა ზიზღს და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მოიხსენიებდა „სიცრუის ტელევიზად“, რაც კიდევ უფრო მიჩენს ეჭვს, რომ ნებისმიერ ფასად ტელეკომპანია უნდა წაიღოს ხელისუფლებამ.

როდესაც სადამ ჰუსეინის ერაყში გაჩაღებული ომი მიდიოდა, არავის მოუვიდა აზრად ბიბისისა და სიენენის დაბომბვა, საქართველოში, არასაომარ ვითარებაში, ქვეყნისთვის ფინანსური კრიზისის პირობებში, როდესაც მთავრობის N-1 საზრუნავი გახდება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განდგურება, ასეთი მთავრობები ძალიან ცუდად ამთავრებენ თავის მოღვაწეობას“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი