უკან
საზოგადოება
2 აპრილი, 2020 17:50
მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.
როგორც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მიიღეს. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ პარტიის სხვა წევრებიც, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ამ ფონდში განახორციელებენ შენატანებს.