უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ოქტომბერი, 2020 15:20
font-size

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლება დაინფიცირების რისკებს გაზრდის, ხოლო 1 ნოემბერს გამოცდების დანიშვნა რაიონიდან ჩამოსული სტუდენტების უფლებებს არღვევს, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ - ვატო სურგულაძე

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ჯანდაცვის ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართა და სასწავლო პროცესის დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის ზრდის პირობებში უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის განახლება დაუშვებელია.

ვატო სურგულაძემ ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებმა საგამოცდო დღედ 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი დანიშნეს, რის გამოც სტუდენტები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვევა.

“უნივერსიტეტი არის ყველაზე სახიფათო ზონა, ინფექციის გადაცემის ყველაზე საშიში ზონა. გერმანიის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, როდესაც მოხსნეს ყველა შეზღუდვა, ბოლოს გაიხსნა უნივერსიტეტები. ჩვენთან ჯერ არ შეიძლება სასწავლო დაწესებულებების გახსნა, რადგან უმრავლესობა არ არის მზად იმისათვის, რომ მიიღონ სტუდენტები და ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ სწავლა. ისიც გვესმის, რომ დისტანციური სწავლება არ არის ისეთი ხარისხიანი, როგორიც უშუალოდ სასწავლო პროცესია. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველდღე იზრდება დაინფიცირებულების რაოდენობა, შეიძლება მივიღოთ უნივერსიტეტის კლასტერი, მაშინ, როდესაც ბევრ უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერსაც კი დანიშნეს გამოცდები. ბევრი სტუდენტი არის ჩამოსული რაიონიდან და მათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენება, ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მივმართავთ მთავრობას, რომ უნივერსიტეტში სწავლება უნდა შეწყდეს,”- განაცხადა სურგულაძემ.

“ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფის წევრის თქმით, მთავრობა ოპოზიციური პარტიების რჩევებს არ ითვალისწინებს და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

“ხშირად გვაკრიტიკებს ოპოზიციას და ეს კრიტიკაც ხშირად არის უარყოფითი, მაშინ, როდესაც ჩვენ მათ არ ვაკრიტიკებთ. უბრალოდ, შეგვტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე და არ გვსურს, რეალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ჩვენი ინიციატივა იყო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე მასწავლებლებისთვის ტესტის ჩატარება, ჩვენ ვთქვით, რომ აჭარაში კარვების დადგმა უარეს შედეგს მოიტანსთქო და არ გაითვალისწინეს, გუშინ კი აღიარეს, რომ ეს იყო შეცდომა,”- განმარტა სურგულაძემ.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი