უახლესი ამბები
- 16.01.2021 13:09დიდი ბრიტანეთი ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს
- 16.01.2021 13:04უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ
- 16.01.2021 12:59ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- 16.01.2021 12:54ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია
- 16.01.2021 12:49დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ნიკა მელია
- 16.01.2021 11:35კახეთის პოლიციამ სამი პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
- 16.01.2021 11:35ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- 16.01.2021 11:35მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
- 16.01.2021 11:35პოლიციამ ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა
- 16.01.2021 11:08დღის კალენდარი _ 16 იანვარი
არქივი
კომენტარი

მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და „ქართული ოცნების’’ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე - გრიგოლ გეგელია
„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სავალალოა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ სხვა სახელმწიფოებს ესმით ის თუ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის.
გეგელიას განცხადებით, ევროპარლამენტი, კონგრესმენები, მაღალი ჩინის სამხედრო პირი, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პორტის აშენება უნდა გახდეს საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ინტერესი.
მისივე თქმით, ყველა ფაქტი, ყველა სტატისტიკური მონაცემი მოწმობს, რომ ანაკლიის აშენება არის ჩვენი ქვეყნის არნახული სტრატეგიული გაძლიერების საწინდარი, რომელიც გამოიწვევს მასობრივ დასაქმებას, საქართველოს საერთაშორისო სტატუსის ამაღლებას, სამხედრო და ეკონომიკურ განვითარებას.
„სამარცხვინოა, რომ ქართულმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა უმნიშვნელოვანესი პროექტის ჩასაშლელად, რაც პირდაპირ კვეთაშია რუსეთის ინტერესებთან. დღეს კი ვისმენთ ამ ხელისუფლების სრულიად ყალბ და თვალთმაქცურ განცხადებებს, თითქოს ანაკლიის აშენება მათ პრიორიტეტს წარმოადგენს. რაში გამოიხატება ეს პრიორიტეტი? რატომ გააკეთეს ყველაფერი ფაქტიურად გამზადებული პროექტის ჩასაშლელად? ვის სჯერა, რომ ამ ხელისუფლებას ოდესმე აინტერესებდა ანაკლიის აშენება?" - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღეში, ევროპარლამენტმა, კონგრესმა და ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა შეახსენა ამ არაკომპეტენტურ მთავრობას ანაკლიის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.
„ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ თქვა, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში, ანაკლიას ენიჭება ახალი მნიშვნელობა ქვეყნის სატრანსპორტო და სავაჭრო დამოუკიდებლობის გაზრდაში. კონგრესმენი კინზინგერი, საქართველოს მნიშვნელოვანი მეგობარი, პირდაპირ აცხადებს, რომ იმედი აქვს, “რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება.” ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ბენ ჰოჯესი გვახსენებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მთლიანად შეცვლიდა სურათს, რადგან ევროპული ქვეყნები ანაკლიაში ჩადებდნენ მნიშვნელოვან ინვესტიციას, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელ კარიბჭეში, რაც საქართველოს სამხედრო და ეკონომიკურ სტატუსს მრავალჯერ აამაღლებდა. "მთელი მსოფლიოს ვერდიქტი ცნობილია, როგორც ანაკლიაზე, ასევე ,,ქართული ოცნების’’ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე, რომელმაც ყველა ჯერზე დააზიანა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:54

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ეკა ბესელია
15 იანვარი, 2021 , 15:45

დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში –სალომე სამადაშვილი
15 იანვარი, 2021 , 14:10

ნატო ჩხეიძე: ცდილობს თხუნელასავით მიწაში ჩაძვრეს და ისე მართოს ეს ქვეყანა ორი-სამი ადამიანის კავშირებით
13 იანვარი, 2021 , 18:38

ივანიშვილი არის ქართველი ერისთვის ბოროტი ძიძა - გიგი უგულავა
13 იანვარი, 2021 , 16:25

ეს არ არის წასვლა, ეს არის გაქცევა - ზაალ უდუმაშვილი
13 იანვარი, 2021 , 15:00