უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 სექტემბერი, 2018 12:22
font-size

მთელი საქართველო დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი გუნდი პირდაპირ მფარველობს მკვლელებს - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს. მან ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინო უწოდა.

ამის შესახებ სარალიძემ ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მოზარდების მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტი შეაფასა.

სარალიძემ დააანონსა, რომ 10 სექტემბრიდან აქციებს იწყებს.

„დღეს მთელი საქართველო დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი გუნდი და მაღალჩინოსნები პირდაპირ მფარველობას უწევენ მკვლელებსა და ამ საქმის გამყალბებლებს.

„ქართული ოცნება“ მფარველობს მკვლელებს და ამ განაჩენს ქართულ საზოგადოებასთან ერთად გამოვუტან მე, ზაზა სარალიძე იმიტომ, რომ ჩემი შვილი, როგორც ბესელიამ განმარტა, ვიღაცა არ არის, ვიღაცის გულის მოსაგებად არ იყო ეს კომისია შექმნილი.

კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი, ვის და ვინ აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას.

10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ. სამარცხვინოა მათი დასკვნა", - განაცხადა სარალიძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.

67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

„ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საგამოძოებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

ხორავას ქუჩაზე მე-11 კლასის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე 1-ელ დეკემბერს მოკლეს.

მარგველაშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც ეკლესიაც მიესალმებოდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა – ჭიათურის მიტროპოლიტი

18 თებერვალი, 2019 , 12:23

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნას საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტი ეხმაურება. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, ექსპრეზიდენტი გი

პრემიერ-მინისტრმა დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანა დაათვალიერა

18 თებერვალი, 2019 , 11:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანაში იმყოფებოდა.  მთავრობის მეთაურმა წარმოების პროცესი დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელი პირებისგან ელექტრომობილების აწყობი

გარდაიცვალა პატრიარქის მთავარსტიქაროსანი

18 თებერვალი, 2019 , 11:15

გარდაიცვალა უწმინდესის მთავარსტიქაროსანი. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს გვერდი – “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტიქაროსნები”. „გარდაიცვალა უწმინდესის მთავარსტიქაროსანი

ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად ავმაღლდეთ - ილია მეორე

18 თებერვალი, 2019 , 11:15

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩ

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

18 თებერვალი, 2019 , 10:15

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო,

ისნის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება

18 თებერვალი, 2019 , 10:15

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური