უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

9 იანვარი, 2017 17:00
font-size

მთიან რაიონებში ხვალ მოთოვს

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალისთვის ნალექს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში მოთოვს. ზოგან შესაძლებელია ძლიერი თოვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +5, +10; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -4, +1 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +1, +6; მაღალ მთაში -4, +1 გრადუსი.

თბილისში ხვალ შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +10 გრადუსს მიაღწევს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა