უკან

რეგიონები

19 ივნისი, 2017 17:20
font-size

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს– 37 სოფლისთვის მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობა დღეს მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას, დაახლოებით 45%-ს.

საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღამთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობის სხდომას წარედგინება.

გორში ერისთავის თეატრი გორში კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადებიან

18 ნოემბერი, 2017 , 17:00

ერისთავის თეატრი გორში კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება. დღეს თეატრის მესამე სივრცეში ნამდვილ ექსპერიმენტს გაითამაშებენ. სპექტაკლი რომელსაც აქვს ასაკობრივი ზღვარი - კლეიმო 18+, მოგვითხრობს 13 წლის გოგონათა ცხოვრების რამ

აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

18 ნოემბერი, 2017 , 14:55

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციას ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმასპინძლეს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა, რ

სოფელ ძველ ანაგაში სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2017 , 14:35

კახეთში, სოფელ ძველ ანაგაში, სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით დაგეგმილია, როგორც ფოლადის სადაწნეო, ასევე, გამანაწილებელი მილსადენის მოწყობა. დამონტაჟდება წყალმიმღები კვანძი, ტუმბო აგრეგატები და რეზერვუა

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

17 ნოემბერი, 2017 , 12:30

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალციხის რაიონის მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა. სულ ჩაბარებულია: გადაჭ

ზურაბ პატარაძემ რიზეს გუბერნატორთან და მერთან შეხვედრები გამართა

17 ნოემბერი, 2017 , 12:30

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რიზეს გუბერნატორთან ერდოღან ბექთაშთან. შეხვედრაზე საუბარი შე

აჭარის დელეგაცია ართვინის გუბერნიას ესტუმრა

16 ნოემბერი, 2017 , 14:55

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანს, აჭარასა და თურქეთის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული უ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე