უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ოქტომბერი, 2017 11:25
font-size

მთხოვდნენ მეღიარებინა, რომ შორენა თეთრუაშვილის გარდა პატრიარქის მკვლელობას ვგეგმავდი - დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საკუთარი დაკავების შესახებ ისაუბრა. როგორც მამალაძემ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ განაცხადა, დაკავების მომენტიდან გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე და საქმეზე მომუშავე გამომძიებლები სისტემატურად ითხოვდნენ მისგან, ეღიარებინა არა მხოლოდ შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის მკვლელობის მომზადებაც.

გიორგი მამალაძისგან ასევე მოითხოვდნენ, დანაშაულის თანამონაწილეებად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაესახელებინა.

„მე ერთი რამ ვიცი, რომ დაკავების მომენტიდან, აეროპორტში რომ გამიტაცეს, ისე, რომ არაფერი არ მითხრეს, რა ხდებოდა, პროკურატურაში მიყვანიდან, საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობის მომენტში სისტემატურად, პირადად ჩემი ადვოკატების თანდასწრებით მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა მკვლელობის მომზადება, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა მეუფე დიმიტრი და იოსებ ოხანაშვილი.

იმის მიუხედავად, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება მქონდა წაყენებული ბრალად, მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება.

ესენი იყვნენ გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე, და ის პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ. მე არ ვიცი, რომელ ორგანოს წარმოადგენენ, ეს იყო ის ხუთი პიროვნება, რომლებმაც აეროპორტიდან გამიტაცეს. ხუთიდან ერთ-ერთი მთხოვდა ყოველივე ამას“, - განაცხადა დეკანოზმა ინტერვიუში.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ გამომძიებელთა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ის პატიმრობით დასაჯეს.

„ჩემი ე.წ. ფარული ჩანაწერებით, ცდილობდნენ კომპრომიტირებას. მათ იფიქრეს, რომ მე შემაშინებდნენ, გამტეხავდნენ. ჩემი მეშვეობით, მათ სურვილი ჰქონდათ სხვა ადამიანების , მეუფე დიმიტრის, იოსებ ოახანაშვილის, ამ თითქოსდა მოგონილ საქმეში თანამონაწილეობის დამტკიცება, რაც მათ ვერ მიიღეს. მათ შურიიძიეს იმაზე, რომ, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, ვერ მიაღწიეს ჩემი მეშვეობით და ხელი შემაწმინდეს“, -თქვა დეკანოზმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მამალაძე ბრალს არ აღიარებს და საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ანა მებურიშვილი

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

29 მარტი, 2024 , 16:43

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.  უწყების ცნობითვე, შეფერხების აღ

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი