უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

3 თებერვალი, 2021 12:31
font-size

„მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია განხორციელდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ქვედანაყოფი გაემგზავრა.

როგორც "მედიანიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა კაპიტან შოთა გიორგაძის მეთაურობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა და ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ გააცილეს.

მათ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. "ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ შეასრულებენ. ქვედანაყოფი როტაციის წესით აღმოსავლეთ სარდლობის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს და 6 თვის განმავლობაში მისი პასუხისმგებლობა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.

მშვიდობისმყოფელებმა ხუთთვიანი გადასროლისწინა მომზადება გერმანიაში გაიარეს. მათ ბუნდესვერის სამხედრო ბაზებზე ასეულის დონეზე ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკითხები შეისწავლეს. გერმანიაში სამხედრო სწავლებამდე კი, შესაბამისი მომზადება საქართველოში ჩაუტარდათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს

13 აპრილი, 2021 , 11:18

რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას შეაჩერებს, ამის მიზეზად მოსკოვში თურქეთში გაუარესებულ  ეპიდსიტუაციას ასახელებენ. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული მედიის ი

პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

9 აპრილი, 2021 , 15:59

დიდი ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ავრცელებს: "მისი უდიდებულესობა დედოფალი ღრმა მწუხარებით იუწყება, მისი საყვარელი მეუღლის,მის

ვადასტურებთ მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირდა - აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტი

7 აპრილი, 2021 , 13:01

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ნატოს კარი ასპირანტი ქვეყნებისთვის ღია დარჩეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა. „ეს ადმინისტრაცია უზრუნველ

იენს სტოლტენბერგი - ნატო შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო

6 აპრილი, 2021 , 15:25

ნატო შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ს

აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ გამომწვევ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას

25 მარტი, 2021 , 11:05

აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლი

სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

18 მარტი, 2021 , 16:00

სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქში“ დაწერა. „შეხვედრა მქონდა „აყვავებული სომხეთის“ ფრაქციის ლ