უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

31 იანვარი, 2017 11:50
font-size

თოვლის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ4-კმ29 (თერჯოლა-ტყიბული) მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს, თოვლის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ზვავსშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ34 და კმ58-კმ72 მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიო

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

13 ოქტომბერი, 2025 , 12:53

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „თოვის გამ

თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

13 ოქტომბერი, 2025 , 11:22

თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ21

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ