უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 აგვისტო, 2020 11:35
font-size

მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს ერთიანი საქართველო დაიმკვიდრებს - „ქართული ოცნება“

საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას, – ამის შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში არის აღნიშნული.

პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა დაღუპული გმირების ოჯახებზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მდგომარეობაზე იზრუნოს.

„აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ომის ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის, უკანონო გატაცებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების კუთხით.

საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ ყველა შესაძლო გზით ვცდილობთ არსებული ვითარების გამოსწორებას. რაციონალური, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, წარმატებით ხორციელდება არაღიარების პოლიტიკა, ხოლო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს.
საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში იმყოფება და ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივმა ნაბიჯებმა ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით დამატებითი რისკები არ შეუქმნას, რაშიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება.

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა დაღუპული გმირების ოჯახებზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მდგომარეობაზე იზრუნოს.

მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს ერთიანი საქართველო დაიმკვიდრებს“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი

25 სექტემბერი, 2020 , 11:35

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დად

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:47

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკრ

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.