უკან

პოლიტიკა

20 მარტი, 2019 15:55
font-size

მთლად დუნიაზე ნუ მოვიჭრით თავს ამ მოწვევის პარლამენტი - ადა მარშანია

ერთია, რომ ეს კანონპროექტები არ მოგვწონს, მეორეა, აზრი არ აქვს ამ დარბაზში არავითარ არგუმენტს. მოდით, გავიაზროთ, რა წონის კანონპროექტი გვაქვს მისაღები, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.

როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე „პატრიოტთა ალიანსი“ არც „ქართული ოცნებისა“ და არც „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტს არ უჭერს მხარს.

„ბევრი ცუდი გადაწყვეტილება მიიღო ამ მოწვევის პარლამენტმა და ჩვენ, როგორც პარლამენტმა, ბევრჯერ მოვიჭერით თავი.

ამ მეტად ფუნდამენტალური და სტრატეგიული საკითხის განხილვის დროს, მინდა, გითხრათ, მთლად დუნიაზე ნუ მოვიჭრით თავს ამ მოწვევის პარლამენტი.

ერთია, რომ ეს კანონპროექტები არ მოგვწონს, მეორეა, აზრი არ აქვს ამ დარბაზში არავითარ არგუმენტს. მოდით, გავიაზროთ, რა წონის კანონპროექტი გვაქვს მისაღები. განვიხილოთ მესამე ვარიანტიც. უნდა მივიღოთ მაქსიმალურად კარგი ვარიანტი, რათა მოსახლეობა არ მოგვადგეს ამ შენობასთან. ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება ბოლოს და ბოლოს აქ, თქვენ თვალწინ, თავის აზრს და თავის პოზიციას ძალიან აგრესიულად და ხმამაღლა დააფიქსირებს. აქამდე მიგვყავს ჩვენ ეს საქმე.

გთავაზობთ, განვიხილოთ მესამე ვარიანტი და მერე საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდეთ კენჭისყრაზე.

კიდევ ერთი – ვინ ყოფილა ეს ბატონი ჩინჩალაძე? ეს რა ზე თვისებების მქონე აღმოჩნდა, თუ უვარგის და ძალიან მძიმედ უვარგის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, თუ ეს ერთობლივია? თურმე რა უნარი ჰქონია ამ ბატონს მობილიზების, ერთად დგომის, ბრძოლის. კლანი ჰქვია ამას თუ ბანდა, თუ მაფია, რა მნიშვნელობა აქვს, პლიუს ამას დამატებული უვარგისი ხელისუფლება და მივიღეთ ბასტიონი წინააღმდეგობისა, პირდაპირ ბასტიონი. ხომ არ შევთავაზოთ ბატონებო ამ ადამიანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში? ეს რა ზე უნარ-ჩვეევებით არის თურმე დაჯილდოვებული. რა ხდება ჩვენს თავს? არ მოვიჭრათ თავი დუნიაზე, პარლამენტის წევრებო, ამას გეუბნებით, ძვირფასო კოლეგებო. პარლამენტის წევრები ვართ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

საკვანძო სიტყვები:

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი