უახლესი ამბები
- 28.03.2023 12:14ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან
- 28.03.2023 11:522023 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი, შემცირდა - ეროვნული ბანკი
- 28.03.2023 11:45თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში გაწევრიანდა
- 28.03.2023 11:28საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა
- 28.03.2023 11:22სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი
პოლიტიკა

მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას - მიხეილ სააკაშვილი
მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში.
„ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული რიგგარეშე არჩევნების ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე. საპარლამენტო უმრავლესობაში რუსების ყოფნის ყოველი დღე ძალიან საშიშია საქართველოსთვის. პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში. ახლა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა. მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას.
ყველას გვჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება. ევროპარლამენტში უნდათ, რაც შეიძლება სწრაფად იხილონ ახალი ქართული პატრიოტული პარლამენტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით. ამიტომ მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა. ვინაიდან არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა – ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია. აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო. გვახსოვდეს ყველას, რომ ოლიგარქმა აირჩია წაგებული ბანაკი რუსეთის სახით და ესეც ამყარებს ხალხის პოზიციებს, აჩქარებს მის გამარჯვებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან, ეინულ ფატულაევთან ინტერვიუში განაცხადა: „ვისურვებდი, ყოფილიყოს ვადამდელი არჩევნების გზით მთავრობის შეცვლა. უნდა მოხდეს ხელისუფლების ახალი ლეგიტიმიზაცია არჩევნების გზით ან იქნება მუდმივი დაძაბულობა“.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც ოპოზიციას მისცემს ერთიანი მესიჯით გამოსვლის შესაძლებლობას, როგორ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.

ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან
28 მარტი, 2023 , 12:14
პრემიერ-მინისტრი ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
28 მარტი, 2023 , 12:08

31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს
27 მარტი, 2023 , 15:40
საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს, ასეთ რთულ ვითარებაში თავს ჩათვლის ევროპისგან მიტოვებულად - სალომე ზურაბიშვილი
24 მარტი, 2023 , 15:54
ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული - ხატია დეკანოიძე
24 მარტი, 2023 , 15:35
თანამშრომლობის ნაცვლად, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს ბრიუსელში, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ირაკლი ღარიბაშვილი
24 მარტი, 2023 , 15:17