უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 თებერვალი, 2018 12:15
font-size

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ პრინციპის დანერგვა საქართველოში

სასტუმრო „Holiday Inn”-ში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის შესახებ იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვის არსებულ პრაქტიკაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კანონმდებლობაზე, დაფინანსების მექანიზმებზე, სქემებსა და მონიტორინგის უზრუნველყოფის სისტემაზე ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ მიმართა.

ნარჩენების მართვის კოდექსი 2014 წელს იქნა მიღებული და ახალ ვალდებულებებს აკისრებს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ პრინციპის დანერგვა საქართველოში. კოდექსის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, 2019 წლის დეკემბრიდან ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა/განთავსება.

პრინციპი სრულიად ახალია საქართველოსთვის. მისი დანერგვა მოითხოვს არა მარტო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, არამედ ცნობიერების ამაღლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას სახელწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში.

პროექტი ინიცირებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) , შვედეთის მთავრობისა და ორგანიზაცია „Georgia’s Environmental Outlook” – GEO-ს ხელშეწყობით.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობების, ბიზნესკომპანიების, ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი პროექტების 70-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, სიცრუეა - ეკონომიკის სამინისტრო

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მ

საქართველოშიო 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისიდან 3 კილომეტრის დაშორე

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა - ფინანსთა მინისტრი

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავრიანმა ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედ

ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

ლილოს ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ამყოლაძე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ერთ-ერთი შენობიდან მაშველებმა სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. ის ამჟამად ფინანს

კახა კუკავას შტაბი თბილისში მაკ-კეინის ქუჩას აპროტესტებს

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკ-კეინის სახელის მინიჭების საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას შტაბის უფროსმა - გოგი წულაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. „მიგვაჩნია, რომ სრულიად ზედმეტია მაკ-კეინის ქუჩის შე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`