უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2018 16:00
font-size

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის დაწყებას შეუწყობს ხელს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტისა და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხილვის შეჩერებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მცენარე კანაფის სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანის, კულტივირებისა და წარმოების წესების შექმნამდე, საკითხი საქართველოს მოსახლეობის თანხმობას მოითხოვს.

ორგანიზაციის განცხადებით, დასახელებული კანონპროექტების წარმოდგენა საზოგადოებრივ ჯგუფებთან დისკუსიის გარეშე მოხდა, რამაც მნიშვნელოვნად შელახა საკითხის მიმართ ჯანსაღი და ობიექტური მსჯელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების შემდგომ მოსალოდნელი და საჭირო გახდა მცენარე მარიხუანას უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან/და გადაგზავნისთვის ახალი სამართლებრივი ამკრძალავი (შემზღუდველი) რეგულაციების შემოღება, თუმცა მცენარე მარიხუანასგან განსხვავებით, მცენარე კანაფის შემდგომი სამართლებრივი კონტროლის რეგულაცია და მისი კულტივაცია (ინდუსტრიალიზაცია), წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი სრულიად ახლებურ მიდგომას და განხილულ უნდა იქნეს არამხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ საზოგადოებრივი სფეროს ყველა კუთხიდან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების დასაბუთება, ძირითადად ეფუძნება ეკონომიკური ეფექტის მიღებას, რაც საკითხზე იმთავითვე გამორიცხავს სხვა აქცენტების დასმას. შესაბამისად, კანონპროექტების დასაშვებობა მხოლოდ ეკონომიკური ეფექტის მიღების თვალსაზრისით, დემოკრატიულ საზოგადოებაში, დასახელებული საკითხების ირგვლივ ფართო დისკუსიის გარეშე, დასაბუთებას აცლის საკითხზე თანხმობას. იქედან გამომდინარე, რომ საკითხზე დისკუსიის საჭიროებაზე თავად მიუთითებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ხოლო მისმა მომზადებელი სახით ინიცირებამ ხელისუფლებასა და ხალხს შორის უნდობლობა გააჩინა, მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტიდან გაიწვიოს და მკაფიო განცახდება გაკეთდეს ფართო დისკუსიის დაწყებაზე, მათ შორის ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ამასთან, ორგანიზაცია სრულიად დასაშვებად მიიჩნევს საკითხზე საერთო-სახალხო გამოკითხვის - პლებისციტის ჩატარებას. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად. კანონით, პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. კონსტიტუციური პრინციპის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი იქნება, სწორედ ამიტომ არის საუბარი მიწისზედა მეტროზე - მამუკა სალუქვაძე

23 ოქტომბერი, 2018 , 17:00

თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეას „სითი ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი მამუკა სალუქვაძე გამოეხმაურა. გენერალური გეგმის ავტორი აცხადებს, რომ მერიას აღნიშნული ინიციატივა მათ შესთავაზეს. მამუკა სალუქ

„ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ სპორტის 7 სახეობაში ჩატარდა

23 ოქტომბერი, 2018 , 17:00

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობას“ უმასპინძლა. შეჯიბრება სპორტის შვიდ სახეობაში ჩატარდა: თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ძიუდოში, ძალოსნობაში

კოსტავა-შარტავას რეაბილიტირებულ ქუჩებზე მოწყობილი გზაგამყოფები გამწვანდა

23 ოქტომბერი, 2018 , 17:00

კოსტავა-შარტავას რეაბილიტირებულ ქუჩებზე მოწყობილ ახალ გზაგამყოფებზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებთან ერთად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის

ქართული მულტფილმები დიდ ეკრანს დაუბრუნდება

23 ოქტომბერი, 2018 , 16:35

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა და კინოსტუდია „ქართული ფილმმა“ მუშაობა დაიწყეს ერთობლივ პროექტზე - „რე-ანიმაცია“, რაც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატა

სამედიცინო რეგულირების სააგენტო 40 შტატგარეშე თანამშრომელის საჭიროებასა და შრომით ანაზღაურებაზე, ინფორმაციას არ გასცემს -„ახალგაზრდა ადვოკატები“

23 ოქტომბერი, 2018 , 15:50

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომლიც ფინანსური პოლიტიკისა და დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებების, მ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში ორგზის ჩემპიონი გახდა

23 ოქტომბერი, 2018 , 15:50

დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა. საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში მიმდინარე „ძლიერთა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`