უკან
საზოგადოება
3 აპრილი, 2021 13:10
მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა
მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. ის „ნიუ ჰოსპიტალსში“ გუშინ გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებში იმყოფებოდა.
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს.
გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.