უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 დეკემბერი, 2019 14:40
font-size

მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა

უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა.

ნათია თურნავას განცხადებით, წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა, მათ შორის ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა აქამდე საკმაოდ გართულებული პროცედურა იყო.

„როცა მეწარმეებს საკუთარი წარმოებისთვის წყლის მოხმარება სჭირდებოდათ, თუნდაც ჭაბურღილი ჰქონოდათ საკუთარ მიწაზე, ამ წყლის მოხმარება საჭიროებდა ბევრ ბიუროკრატიულ პროცედურას. ახლა ეს მარტივდება და ისინი ძალიან მარტივად, პირდაპირი წესით შეძლებენ ჭაბურღილებიდან ტექნიკური წყლის მოხმარებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ მთავრობა ასრულებს დაპირებას და სხვადასხვა სექტორში აქტიურად ამკვიდრებს ერთი ფანჯრის პრინციპს.

„ამით ჩვენ ვაჩქარებთ წიაღის, როგორც რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას, რადგან ეს მიწის რეფორმასთან და დაჩქარებულ პრივატიზაციასთან ერთად მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ბერკეტია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება

23 იანვარი, 2020 , 17:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება, ევრო – 3.2005 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7899 ლარი. 23 ია

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

23 იანვარი, 2020 , 17:40

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დ

`ბორჯომი ლიკანი` ვერ გაიყიდა

23 იანვარი, 2020 , 17:25

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" საჯარო აუქციონზე არ გაიყიდა. იმის გამო, რომ ობიექტით არავინ დაინტერესდა, ვაჭრობაც არ შედგა. "საპარტნიორო ფონდში" ამბობენ, რომ სასტუმროს გაყიდვას მეორედაც შეეცდებიან. ამ დროისთვის აუქციონის პირობ

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს

23 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ახალი ბაზრების მოძიებისა და მათი ხელშეწყობისთ

კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს

23 იანვარი, 2020 , 13:15

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია – ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის

2019 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ღვინის ეროვნული სააგენტო

23 იანვარი, 2020 , 10:55

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას ცხრა პროცენტით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`