უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2018 15:00
font-size

მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურება 7-8-ჯერ შეუმცირდებათ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი რეგულაციები მიიღო, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურებას 7-8-ჯერ შეუმცირებს.

კომისიის მირ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და ის საბოლოო ჯამში მომხმარებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი ხარისხის ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიაში.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს ზუსტად ისეთი მომსახურება მიაწოდონ, როგორსაც დღეს მათ დიდი ინტერნეტ ოპერატორები აწვდიან, რაც ბაზარზე მაღალი კონკურენციის შექმნის წინაპირობაა და ხელს შეუწყობს, როგორც არსებული მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებას, ისე ახალი ოპერატორების გაჩენას.

აღსანიშნავია, რომ დიდ ოპერატორებს, რომლებსაც ძვირადღირებული ოპტიკური ქსელი აქვთ, უჩნდებათ ვალდებულება საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორებს მისცენ დაშვება, რის შედეგადაც პატარა ოპერატორები შეძლებენ თბილისში ნაყიდი გლობალური ინტერნეტი რეგიონში გაყიდონ.

კომისიის მიერ მიღებული რეგულაციები უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის, რომლებიც უკვე ოპერირებენ რეგიონებში, საბითუმო ხარჯის შემცირებას, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას მომხმარებლებს უფრო ხელმისაწვდომი და უკეთესი პირობები შესთავაზონ. ხოლო მეორე მხრივ, ამავე ოპერატორებს ეძლევათ შესაძლებლობა შევიდნენ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც დღეს მხოლოდ ერთი დიდი ოპერატორია. ყოველივე ეს ჩვენს მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას არჩევანი რამდენიმე მომწოდებელს შორის, მისთვის უკეთესი პირობების გათვალისწინებით გააკეთოს.

ამასთან, დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე დაშვება უზრუნველყოფილი იქნება დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებით. ეს ვალდებულებაც სწორედ ბაზარზე მონოპოლიების არარსებობასა და კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხარჯზე ორიენტირებული ტარიფები „Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o.“-ის სლოვაკეთის ოფისთან ერთად დაადგინა. შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი საბითუმო ბაზარზე ყველა ოპერატორისთვის ერთნაირი იქნება, რაც ბაზარზე კონკურენციის გაზრდის უდიდესი შესაძლებლობაა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ვალების ჩამოწერის პროგრამაში გარდაცვლილი ადამიანები მოხვდნენ

13 დეკემბერი, 2018 , 13:40

ვალების ჩამოწერის პროგრამაში გარდაცვლილი ადამიანები მოხვდნენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოჯახებმა ვებგვერდზე vali.ge მონაცემების გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სესხები ჩამოაწერს მათ ვინც წლების წინ გარდაიცვალა. კიდევ

პრეზიდენტი , სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას - ნინო ლომჯარია

13 დეკემბერი, 2018 , 13:40

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, შეწყალების კომისიის სხდომები არ გამართულა. მისი ვარაუდით, პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას. „მე, როგორც კომისიის წევრს, არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რატომ

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციების გამკაცრება იგეგმება

13 დეკემბერი, 2018 , 13:40

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამატებით ცვლილებები შევიდეს. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კო

ვითიბი ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:50

ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ვითიბი ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ლევან ხარატიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და

2019 წელს ორგანული წარმოებისა და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყება

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს ორგანული წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს.  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისი მარიოტ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`