უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:59კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
- 13.04.2021 10:39დღის კალენდარი - 13 აპრილი
არქივი
საზოგადოება


მცირე ჯგუფი ცდილობს თემისგან ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას - თბილისის მერია
თბილისის მერიასთან 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა დედაქალაქის მთავრობა.
განცხადებაში წერია, რომ ბრალდება მოსამართლე ნატო ნაზღაიძესთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში შესვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„დღეს დილიდან თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მცირე ჯგუფი შეიკრიბა. პარტიის წევრები და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიზანმიმართულად ცდილობდენ სიტუაციის დაძაბვას და შენობაში შეჭრას.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჟიოტაჟის შექმნას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, არაერთხელ გაეცა პასუხი ღიად და თემასთან დაკავშირებით ყველა მედიასაშუალებას მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია. თბილისის მერია არ გაცდენია კანონიერების ფარგლებს და იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დამატებითი კითხვები კონკრეტული პირების მხრიდან, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პარტიის აქტივისტების მცირე ჯგუფი მაინც ცდილობს თემის ირგვლივ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას, რაც გასაგებ მიზნებს ემსახურება - „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მუდმივ რეჟიმში მანიპულირებს გარკვეული თემებით.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული არის საზოგადოებრივი სივრცე, სადაც შესვლა თავისუფალია, გვინდა აღვნიშნოთ, რომ აქციის მონაწილეების შენობაში შეჭრა ხელს შეუშლიდა მერიის თანამშრომლების საქმიანობას და ადმინისტრაციული ორგანოს გამართულ ფუნქციონირებას, რაც უსაფრთხოების სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ აღკვეთა“, - წერია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
13 აპრილი, 2021 , 13:34

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
13 აპრილი, 2021 , 12:07

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
13 აპრილი, 2021 , 11:13

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
13 აპრილი, 2021 , 10:59

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13 აპრილი, 2021 , 10:49

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
13 აპრილი, 2021 , 10:42