უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 ივნისი, 2018 12:15
font-size

მცირე მთავრობა გადაწყვეტილებების აღსრულებას უფრო ეფექტიანს გახდის -ლევან დავითაშვილი

„მცირე მთავრობის იდეა მისაღებია, იმიტომ რომ უკავშირდება პირდაპირ მმართველობით რეფორმას და მმართველობის გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მცირე მთავრობა უფრო ეფექტიანს გახდის გადაწყვეტილებების აღსრულებას.

„რაც შეეხება მცირე მთავრობის იდეას, ეს რა თქმა უნდა მისაღებია, იმიტომ რომ უკავშირდება პირდაპირ მმართველობით რეფორმას და მმართველობის გაუმჯობესებას. ამაზე ჩვენ ადრეც გვქონდა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ უფრო ეფექტიანები ვიყოთ გადაწყვეტილებებში და გადაწყვეტილებების მიღებიდან აღსრულებამდე იყოს მაქსიმალურად შემოკლებული დრო და იყოს უფრო ეფექტიანი ჩვენი აღსრულება გადაწყვეტილებების. შესაბამისად, მცირე მთავრობა ზუსტად ამას პასუხობს და ეს აბსოლუტურად მისაღებია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ის გუნდის წევრად რჩება და მისთვის მისაღები იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მამუკა ბახტაძე სამომავლოდ მიიღებს.

„მამუკა ბახტაძეს ვიცნობ რამდენიმე წელია. ჩვენ ერთ გუნდში ვმუშაობთ და მასთან მუშაობა არის ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და საინტერესო. მე ვარ გუნდის ნაწილი და როგორც გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების მონაწილე ვიქნები მეც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. ამ წუთებში, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ეს არის ანგარიშსწორება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კვირიკაშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ - ირმა ნადირაშვილი

21 ივლისი, 2018 , 16:45

ეს არის ანგარიშსწორება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კვირიკაშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ, - ასეთ შეფასებას აძლევს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პროკურატურის მიერ ორი სამინისტროს საქმიანობით დ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს - გედევან ფოფხაძე

21 ივლისი, 2018 , 16:05

ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს და მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ. მისი

უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ოკუპანტები ჩასვან ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში - ელენე ხოშტარია

21 ივლისი, 2018 , 15:25

რუსეთი არის მთავარი პასუხისმგებელი სისასტიკეებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, – აცხადებს პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია. მისი თქმით, რუსეთისგან გასაკვირი არაფერი არ არის. &bdq

თუ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს გიორგი მარგველაშვილი, მეც რომ დავაყენო ჩემი კანდიდატურა, ადვილად მოვუგებ - რევაზ არველაძე

21 ივლისი, 2018 , 13:50

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დაამარცხებდა. „დარწმუნებული ვარ, თუ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს გიორგი მარგველაშვილი, მ

არჩილ თალაკვაძე გიორგი მარგველაშვილზე: დედამიწა, პოლიტიკა და ეკონომიკა ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო

21 ივლისი, 2018 , 12:00

შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა და ეკონომიკა ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო, - განუცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებ

პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა ადასტურებს რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულია - დავით ზალკალიანი

21 ივლისი, 2018 , 10:55

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში პრემიერ მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა არის კიდევ ერთი დემონსტრირება

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან