უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივნისი, 2018 16:00
font-size

მცირე მთავრობის კონცეფცია მოგვცემს საშუალებას, ვიყოთ კიდევ უფრო მობილურები, უფრო მოქნილები გადაწყვეტილების მიღებისას - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი მცირე მთავრობის კონცეფციას მიესალმება, თუმცა ცვლილებებზე მმართველ გუნდში მოლაპარაკებები გრძელდება.

„მცირე მთავრობის კონცეფციას მე მივესალმები, თუმცა, მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი აწარმოებს მოლაპარაკებებს თუ როგორ, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს ცვლილებები და უახლოეს დღებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. დღეს საღამოსაცაა შეხვედრა და ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება. როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი ცხადი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხადაც კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.

მისი შეფასებით, მცირე მთავრობის კონცეფცია ხელისუფლებას უფრო მოქნილსა და მობილურს აქცევს გადაწყვეტილებების მიღებისას.

„ცვლილებებს რაც შეეხება, მგონია, რომ ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება და მსჯელობა არასწორი იქნება. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს სახელმწიფო მდივანზეც, იმ ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდება. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვამბობ, მცირე მთავრობას მე მივესალმები. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიყოთ კიდევ უფრო მობილურები, უფრო მოქნილები გადაწყვეტილების მიღებისას. ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის რეფორმები, რომელიც მამუკა ბახტაძის მხრიდან იყო გაჟღერებული. ჩვენს ქვეყანას სჭირდება რეფორმები, სწრაფი განვითარება, წინსვლა და ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საკვანძო სიტყვები:

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`