უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 ოქტომბერი, 2018 14:10
font-size

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა

შალვა კერესელიძე როშკისა და არხოტის ხეობის სოფლების ახიელისა და ამღის მოსახლეობას შეხვდა, მათთან ერთად მიმდინარე და აქტუალური საკითხები განიხილა და ადგილობრივების საჭიროებებიც მოისმინა. გუბერნატორი ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების არხოტის ხეობის ახალგაზრდა რეინჯერებსაც გაესაუბრა, რომლებიც რამდენიმე თვეა მშობლიურ მხარეს დაუბრუნდნენ და იქ აგრძელებენ სამსახურს.

როგორც “მედიანიუსს“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრეს სამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გუბერნატორი მთისა და ხევსურეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქომაგს, 6 შვილის დედას, სანდუა წიკლაურს ოჯახში ესტუმრა. 76 წლის ქალბატონი არხოტის ხეობის საზღვრისპირა სოფელ ამღაში ცხოვრობს, რომელიც თითქმის დაცლილია, თუმცა სოფლამდე მიყვანილმა ახალმა სამანქანო გზამ ადგილობრივებს იმედი გაუღვივა, რომ სოფლის აღდგენითი სამუშაოებიც მალე დაიწყება.

მხარის გუბერნატორმა, ადგილობრივ მოსახლეობასთნ ერთად, ბარისახო-როშკის გზის მშენებლობის დაგეგმილ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ამ მხარეს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე, ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. განსაკუთრებული აქცენტი განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის საკითხებზე გააკეთა.

გუბერნატორის განცხადებით აღნიშნული პრიორიტეტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მაღალმთიანი ზონის დასახლებების გამოცოცხლებაა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი