უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 სექტემბერი, 2018 11:50
font-size

მცხეთა-მთიანეთის მხარეში ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტის აღწერითი სამუშაოები დასრულდა

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა მცხეთა-მთიანეთში ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე დასახლებული პუნქტების საველე აღწერა დაასრულეს. საველე სამუშაოები ამ ეტაპზე კახეთის მხარეში მიმდინარეობს.

დუშეთში, ფასანაურში, გუდაურში, ჟინვალში, სიონში, სტეფანწმინდაში და თიანეთში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემია აღწერილი. მათ შორის 3241 ინტერესის ობიექტი, 8833 შენობა-ნაგებობა, საავტომობილო გზათა ქსელის 713 კმ, 4195 საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი. აღწერილ კულტურულ, რეკრეაციულ თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს ვიზუალიზაციისათვის შესაბამისი ფოტომასალა აქვს თანდართული.

საველე სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს შეგროვებული მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დამუშავება და ხარისხის კონტროლი. დამუშავებულ მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახადოს, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას.

პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და თბილისში, ასევე, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის დასახლებულ პუნქტებში. ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე სულ 111 დასახლებულ პუნქტში ამ ეტაპზე ჯამურად დაახლოებით 178681 ობიექტია აღწერილი, მათ შორის : 104 178 ინტერესის ობიექტი, 74503 საგზაო ნიშანი, 57 კმ საველოსიპედო ბილიკი და 17 181კმ კმ სიგრძის საავტომობილო გზათა ქსელი.

ბათუმში დანგრეული სინაგოგის გადარჩენის კამპანიას სათავეში ისრაელის სახლი ჩაუდგება

15 თებერვალი, 2019 , 17:22

„ისრაელის სახლი“ ბათუმში თითქმის დანგრეული, საუკუნოვანი სინაგოგის გადარჩენის კამპანიას უხელმძღვანელებს და ძეგლის გადარჩენის ფონდს შექმნის. საქართველოში ისრაელის ქნესეთის მხარდაჭერით მოქმედ ორგანიზაციას სინაგო

„ენგურჰესი“ მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგური მუშაობის გაჩერების საფრთხის წინაშე დგას. „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ პირველ არხთან განაცხადა, რომ ელექტროსადგურის წყალსაცავში წყლის

ბათუმთან, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება - მამუკა ბახტაძე

13 თებერვალი, 2019 , 15:40

ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართუ

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ თანაბრად განვავითაროთ საქართველოს ყველა რეგიონი - მამუკა ბახტაძე

13 თებერვალი, 2019 , 12:27

საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ყველა რეგიონის თანაბრად განვითარებაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გა

მესტიამდე მისასვლელი გზა მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია

13 თებერვალი, 2019 , 11:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მესტიამდე გადაადგილება მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია დ

უშბაზე დაშავებული მოზარდი მაშველებმა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

13 თებერვალი, 2019 , 10:10

მწვერვალ უშბაზე დაშავებული მოზარდი მაშველებმა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. 17 წლის მოზარდი მწვერვალთან სნოუბორდით სრიალის დროს დაშავდა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო შინაგა