უკან

რეგიონები

19 ოქტომბერი, 2017 12:40
font-size

მცხეთაში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა. -ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინსტრო იტყობინება.

საწარმოს შექმნისთვის ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 700 000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 250 000 აშშ დოლარია, ხოლო 500 000 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

კომპანია წელიწადში 50 ტონაზე მეტ სხვადასხვა ხილის ჩირს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია საექსპორტოა და ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება. საწარმოში 58 ადამიანია დასაქმებული.

საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მორიგი ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დანერგილი აქვს FSSC 22000. ეს არის გადამამუშავებელი ინდუსტრიის გაგრძელებისთვის სახელმწიფო პროექტის ძალიან ნათელი შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისგან მიიღებს ხილს, პირველადი წარმოების სხვადასხვა პროდუქტს და მისგან უმაღლესი ხარისხის ჩირის წარმოებას მოახდენს. ვფიქრობ, ღირებულებათა ჯაჭვში ასეთი საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სტიმულია ფერმერული წარმოების კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ ხარისხის კონტროლის მენეჯერმა, ოთარ ლომიძემ აღნიშნა, გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდებოდა. სამომავლოდ კი, შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაფართოებას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, ეს რიგით მე-9 ახალი საწარმოა, რომელიც რეგიონში სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს დახმარებით გაიხსნა. ამავე სააგენტოს დახმარებით გადაიარაღდა და გაფართოვდა კიდევ ცხრა საწარმო. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის საწარმოების გახსნა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს.

ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორთან, ლევან ზაუტაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია დაესწრო.

სახალხო დამცველმა კახეთში შეხვედრები გამართა

22 ნოემბერი, 2017 , 17:20

2017 წლის 20–21 ნოემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებებზე და კახეთის რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით, ქალაქ საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების თივისა და ზინ

დუშეთში ადრეული გაფრთხილების სისტემები დამონტაჟდა

22 ნოემბერი, 2017 , 15:05

გარემოს ეროვნული საააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ჩეხეთის რესპუბლიკის გეოლოგიის სამსახურის უფროსს დენეკ გვენერას და ჩეხ გეოლოგებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართველმა და ჩეხმა გეოლოგებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთობლივად განხორ

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

22 ნოემბერი, 2017 , 14:50

20 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ა.ა-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შე

ქუთაისის აეროპორტში, გუგუთსა და სადახლოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

22 ნოემბერი, 2017 , 14:50

10 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.რ-ს, კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 118

სარფში ვაზნები აღმოაჩინეს

22 ნოემბერი, 2017 , 14:50

14 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, საბრძოლო ვაზნების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ა.ი-ს, ხელბ

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

21 ნოემბერი, 2017 , 23:05

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფე