უკან
სამართალი
24 დეკემბერი, 2016 17:45
მცხეთაში პოლიციელი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა
არსებული ინფორმაციით, მცხეთაში პოლიციელი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველს საკუთარი იარაღი გაუვარდა და ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი