უკან

სამართალი

11 აგვისტო, 2022 12:47
font-size

მცხეთაში შურისძიების მოტივით ბლაგვი საგნით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მცხეთაში შურისძიების მოტივით ბლაგვი საგნით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 2022 წლის 21 აპრილს იგი დაკავებული იქნა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

21 სექტემბერი, 2023 , 15:21

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცენტ

ზუგდიდში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

20 სექტემბერი, 2023 , 14:49

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვ

სასამართლო სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება

20 სექტემბერი, 2023 , 12:51

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშ

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, მეორე პირის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა

20 სექტემბერი, 2023 , 11:07

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, მეორე პირის მიმართ კი გამოცხადებულია ძებნა. „პროკურატურის

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

20 სექტემბერი, 2023 , 09:29

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელე

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად გადაეცა პლენუმს, რომელიც პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს - საკონსტიტუციო სასამართლო

18 სექტემბერი, 2023 , 15:36

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე განსახილველად გადაეც